კვლევითი კონკურსი სტუდენტებისთვის
BTU აცხადებს სტუდენტური სასწავლო-კვლევითი პროექტების კონკურსს.
კონკურსის მიზანია ბტუ-ს სტუდენტების კვლევითი აქტივობის წახალისება და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ BTU-ს აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
გამარჯვებული პროექტები დაფინანსდება შემდეგი სქემის მიხედვით:
გამარჯვებული სტუდენტის სწავლების საფეხური | დაფინანსება |
ბაკალავრიატი | 1000 ლარი |
მაგისტრატურა | 1500 ლარი |
დოქტორანტურა | 2000 ლარი |
პროექტის მოსამზადებლად საჭირო მასალები და დანართები მოიცავს:
- სტუდენტის განცხადებას კონკურსში მონაწილეობის შესახებ
- სტუდენტის, კვლევის/ნაშრომის ხელმძღვანელისა და კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) CV-ს;
- საპროექტო წინადადებას
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკს
- პროექტის განხორციელების ბიუჯეტსა და მის დასაბუთებას
- კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილს.
კონკურსზე პროექტების რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 11 ნოემბერი 18:00 საათი. საკონკურსო განაცხადები მიიღება ელ.ფოსტაზე: [email protected]
გამარჯვებულები გამოვლინდებიან მიმდინარე წლის დეკემბერში.
კონკურსის შესახებ, მათ შორის პროექტის რეგისტრაციის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მისაღებად ყურადღებით გაეცანით სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობის პირობებს.
მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრები BTU-ს პირველი სართულის სივრცეში შემდეგ რიცხვებში:
- 18 ოქტომბერს 15:00;
- 28 ოქტომბერს 15:00;
- 8 ნოემბერს 15:00.
კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ბტუ-ს კვლევების ცენტრს: [email protected]