კოდინგის სკოლა ქალებისთვის პროექტის ფარგლებში, 23 სექტებერს 19:00 საათზე ჩატარდება შეხვედრა I AM WOMEN IN TECH.
კოდინგის სკოლა ქალებისთვის მიზნად ისახავს ქალთა როლის გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში, ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესებას, ყველა რეგიონში მცხოვრებ ქალთა ჩართულობის ზრდას ტექნოლოგიების სფეროში, მათი ცოდნის გაღრმავებას და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას.
გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3Aa3JRk
შეხვედრის მოდერატორი: მარიამ გაგუა, Fennec Tech Studio-ს თანადამფუძნებელი და საქართველოს ბანკის პროდუქტების მენეჯერი.
კოდინგის სკოლა ქალებისთვის გრეის ჰოპერის ჯილდოს გამარჯვებულია, პროგრამის კატეგორიაში.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კოდინგის სკოლა ქალებისთვის პროექტის მეშვეობით ქალები სხვადასხვა უნარს ითვისებენ – სწავლობენ Front და Back-end დეველოპმენტს, ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანური დასწავლის პროგრამებს, მონაცემთა ანალიტიკას და სხვა საკითხებს.
2 წლის განმავლობაში პროგრამამ ტექნოლოგიურ სამეწარმეო ეკოსისტემაში 5000-ზე მეტი გოგო ჩართო.