კოდინგის სკოლა ქალებისთვის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით და გაეროს გლობალური კომპაქტისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, იწყება სოციალური პროექტი სახელწოდებით “კოდინგის სკოლა ქალებისთვის’’. პროექტი მიზნად ისახავს ქალთა როლის გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში, ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესებას, ყველა რეგიონში მცხოვრებ ქალთა ჩართულობის ზრდას საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში, მათი ცოდნის გაღრმავებას და შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას.
პროექტში მონაწილე ბენეფიციარისთვის, პროგრამა სრული დაფინანსებით განხორციელდება. პროგრამა თბილისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყება და ეტაპობრივად მოიცავს ბენეფიციარებს საქართველოს ყველა რეგიონიდან.
ღონისძიება ემსახურება ქალთა გაძლიერების პრონციპების მხარდაჭერას. აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია, გაიმართება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე, სილიკონ ველი თბილისის საპრეზენტაციო სივრცეში.
სტუდენტები შეისწავლიან დინამიური ვებ გვერდების შექმნას და მათ მართვას. პროგრამირების ენა JavaScript, Node js, Express js, WebSocket, JSONP, AJAX და სხვა დამატებები, HTML & CSS, ვებ ინტერფეისების და პროგრამების შედგენა, React.js, ვებ აპლიკაციების ტესტირება, სერვერული მხარის (backend) პროგრამირების საფუძვლები.
ხანგრძლივობა: 6 თვე, კვირაში 3 ჯერ 3 საათი (216 სთ.)
შერჩევის კრიტერიუმები:
ასაკი 18 წლიდან, ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დაწერეთ და გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი.
შეასრულეთ დავალება მონაცემთა ანალიზის შესახებ; ( თქვენ მიიღებთ მონაცემების გარკვეულ სიას Excel ის ფორმატში და რამდენიმე შეკითხვას ამ მონაცემების შესახებ; თქვენ სიაში უნდა მოიძიოთ შესაბამისი ინფორმაცია და უპასუხოთ კითხვებს. )
გაიარეთ გასაუბრება.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 აპრილი
პირველ ეტაპზე კოდინგის სკოლაში 24 ბენეფიციარი გადამზადდება.
კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ: [email protected]
სარეგისტრაციო ფორმა:
https://goo.gl/forms/xJ1z0NBklT6DjZCo2