კლიმატის ცვლილება და განახლებადი ენერგია – ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები BTU-სთან პარტნიორობით მასტერკლასებს ჩაატარებენ
განახლებადი ენერგიის, მდგრადი პრაქტიკების და კლიმატის ცვლილებების გარშემო, ევროპის მოწინავე ინსტიტუციები და მკვლევარები, ვებინარების სერიას იწყებენ. ვებინარები განკუთვნილია ბიზნეს სექტორის, სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, კლიმატის ცვლილებების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებისთვის და მკვლევარებისთვის, რომლებიც გაეცნობიან უახლეს ტექნოლოგიებს და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკებს.
მასტერკლასების სერია ხორციელდება ინსტიტუციური განვითარების პროექტის, 3E-Partnership-ის ფარგლებში, რომელიც BTU-ს კოორდინირებით მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ფორმირებას, მსხვილი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სასწავლო მასალებისა და კურსების შემუშავებას, ცნობიერების ამაღლებას, ტრენერების გადამზადებას და სხვა, მრავალ აქტივობას.
ვებინარზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.
განრიგი:
დეკარბონიზაცია ევროპაში: მეთოდები და ხელსაწყოები ენერგეტიკული ტრანზიციისთვის
სპიკერი: Prof. Maurizio Delfanti (Department of Energy, Politecnico di Milano)
თარიღი და დრო: 10 ივნისი09:00
მომავლის ენერგეტიკული გადაწყვეტები: LVDC და LEV შემთხვევების ანალიზი
Delivered by KU Leuven
თარიღი და დრო: 12 ივნისი10:00
ნულოვანი ემისიის მიღწევის ტექნოლოგიები
სპიკერი: Prof. Filippo Bovera, Department of Energy, Politecnico di Milano
თარიღი და დრო: 17 ივნისი09:00
გალიციის (ჩრდილო–დასავლეთ ესპანეთის) ენერგო სტრატეგია
სპიკერი: Juan Ignacio Rodríguez Fernández-Arroyo (Technical Director of the Energy Department, INEGA –Instituto Enerxético de Galicia, Galician Energy Instituto)
თარიღი და დრო: 21 ივნისი11:00
შენობების ენერგოეფექტურობა: პოლიტიკა, სტრატეგიები და არსებული გამოწვევები
მასტერკლასს ატარებს KU Leuven
თარიღი და დრო: 24 ივნისი 9:00