კიბერუსაფრთხოების სესიები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და „კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის (CYSEC)“ ერთობლივი პროექტი.
საუბრები იმართება 203 აუდიტორიაში, სამუშაო დღეს საღამოს საათებში (19:00-21:00). თემატიკა მოიცავს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიით განსაზღვრულ ყველა ძირითად მიმართულებას და უზრუნველყოფს ძირითადი სახელმწიფო თუ კერძო სექტორის აქტორების, დარგის ექსპერტების ჩართულობას.
CYSEC მოდერატორი გააკეთებს მოკლე მოხსენებას მიმდინარე საკითხზე, რის შემდეგაც გამიმართება დისკუსია შესაბამისი ექსპერტის მონაწილეობით.
გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია და მონიშნოთ თქვენთვის საინტერესო ლექცია.
1. კიბერსივრცის გამოყენება თანამედროვე კონფლიქტებში – რას ემუქრება კიბერომი
2. კიბერომი საქართველოს წინააღმდეგ- lessons learned
3. კიბერჰიგიენა – passwords are like underwear…
4. ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგია – საფრთხეები, პრობლემები და გადაწყვეტის გზები.
5. კიბერბულინგი და „მკვლელი“ თამაშები – როგორ დავიცვათ მოზარდი. გაიდლაინი პედაგოგებისა და სკოლის უსაფრთხოების თანამშრომლებისთვის
6. კიბერდანაშაული ქართულად: თანამედროვე ტრენდები, გამოწვევები, საკანონმდებლო ხარვეზები
7. ჯაველინები, ანტისარაკეტო სისტემები თუ firewall…
8. რა უნდა იცოდეს ტოპმენეჯერმა კიბერუსაფრთხოების შესახებ -კიბერუსაფრთხოება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის: საუკეთესო პრაქტიკა, მიდგომები, პერსპექტივები
9. შეუსრულებელი მისია… კიბერცნობიერების პრობლემატიკა საქართველოში