ხშირად დასმული კითხვები სამაგისტრო პროგრამასთან დაკავშირებით
სამაგისტრო პროგრამა
- ბიზნესის ადმინისტრირება და საინფორმაციო ტექნოლოგიები
- პროგრამის მოცულობა – 120 (ECTS) კრედიტი
- პროგრამის ხანგრძლივობა – 2 წელი
- როგორ ხდება მიღება სამაგისტრო პროგრამაზე?
იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში წარმატებით უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:
- საერთო სამაგისტო გამოცდის (ტესტის ტიპი B) ოთხი კომპონენტიდან გადალახოს სამი კომპონენტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
- ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი.
- ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში.
* შენიშვნა – კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან შემდგომ ეტაპზე – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზე.
კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების მიხედვით.
- რა ღირს სამაგისტრო პროგრამა და როგორ ხდება თანხის გადახდა?
სამაგისტრო პროგრამის საფასური: ბიზნესის ადმინისტრირება და საინფორმაციო ტექნოლოგიები – 2250 ლარი.
თანხის გადახდა ხდება სემესტრულად.
- გაცვლითი პროგრამები სამაგისტრო საფეხურზე
BTU-ს საგარეო ურთიერთობათა სამსახური უზრუნველყოფს სამაგისტრო საფეხურის სტუდენტის ჩართულობას გაცვლით პროგრამებში. გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა სტუდენტებს შეუძლიათ როგორც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ -ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები, სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები.
- რა შემთხვევაში იღებს სტუდენტი სტიპენდიას?
საუნივერსიტეტო სტიპენდია ენიშნება მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს (წლის ბოლოს საშუალო სარეიტინგო ქულის მიხედვით).
- ვინ მასწავლის?
ლექტორების საუკეთესო გუნდის წევრები, რომლებიც საქართველოს უმსხვილესი ორგანიზაციების ტოპ მენეჯერებს წარმოადგენენ.
სტუდენტებს არა მხოლოდ ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო უახლეს ტექნოლოგიებს ასწავლიან, არამედ მათ დასაქმების პროგრამებს და ინდუსტრიასთან მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების შესაძლებლობასაც სთავაზობენ.
- როგორ დავრეგისტრირდე სამაგისტრო პროგრამაზე?
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში რეგისტრაცია სამაგისტრო პროგრამაზე გრძელდება 24 აგვისტოს ჩათვლით. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ელექტრონულად ან მატერიალური სახით მისამართზე: ი. ჭავჭავაზის გამზ. #82
- რა საბუთებია საჭირო რეგისტრაციისთვის?
- სარეგისტრაციო ფორმის (განაცხადის) შევსება
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი);
- 2 ფოტოსურათი 3×4 და ელ.ვერსია;
- სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დოკუმენტი)
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტების ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებისას სავალდებულოა დედანის წარმოდგენა);
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მაგისტრანტობის კანდიდატისგან (საქართველოს მოქალაქეები) დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო დიპლომის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია შესაბამისი უსდ-ის მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ (დოკუმენტების ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებისას სავალდებულოა დედანის წარმოდგენა);
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დოკუმენტების ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებისას სავალდებულოა დედანის წარმოდგენა);
- ინგლისური ენის B2.1. დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის/სხვ. (ასეთის არსებობის შემთხვევაში) (დოკუმენტების ელექტრონულად გამოგზავნის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებისას სავალდებულოა დედანის წარმოდგენა);
- საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.