
ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის გახსნა
საქართველოში, კომპანია Mercedes Benz-ის სპონსორობით ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ანდრო რურუამ, საქართველოში Mercedez-Benz-ის წარმომადგენლობელობის დამფუძნებელმა მაკა ასათიანმა და კომპანია „დაიმლერის“ წარმომადგენელმა კრისტოგ დანგელმა გახსნეს. ლაბორატორია BTU-ში განთავსდება და განათლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების პროექტებზე იმუშავებს.
BTU-ში განთავსებულ ლაბორატორიაში სტუდენტებს წამყვან IT კომპანიებთან ერთად ყველა იმ პროექტზე შეეძლებათ მუშაობა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის დანერგვას განათლებაში, მედიცინაში, ტურიზმში, მარკეტინგში და სხვა მრავალ სფეროში გულისხმობს.