ხათუნა ხაჟომია
ხათუნა ხაჟომია არის ფსიქოლოგი, ფსიქო-კონსულტანტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი.
ხათუნა ხაჟომიას აქვს აკადემიურ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის არის ოცზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი. მომხსენებლის სტატუსით მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამეცნიერო კონფერენციაში. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო გამოცემებში. ხათუნა ხაჟომიას ასევე აქვს გამოცდილება სხვადასხვა კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზების მიმართულებით.
ხათუნა ხაჟომია აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში ფსიქოლოგიის სფეროს განვითარებაში. ის მონაწილეობს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების მიდგომების დანერგვის პროცესში.