კესო სუმბაძე
კესო სუმბაძე არის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ნაწილობრივ აფილირებული ასოცირებული პროფესორი. წლებია, აქტიურად საქმიანობს პედაგოგიურ და პრაქტიკულ სფეროებში, ასევე ეწევა აქტიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას (როგორც სამეცნიერო კვლევის, ასევე ბიზნესკვლევების მიმართულებით). მისი ძირითადი საკვლევი მიმართულებებია: მენეჯმენტი და ადამიანური რესურსების მართვა. არის ადგილობრივი სამეცნიერო საგრანტო პროექტის კონსულტანტი.
კესო სუმბაძე ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე დოქტორანტს ხელმძღვანელობს შემდეგი საკვლევი თემის ფარგლებში: ,,არმ პროცესების AI ტრანსფორმაცია საჯარო სექტორში”.
ბტუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის მიზნებისათვის კესო სუმბაძის სამეცნიერო და საერთაშორისო საქმიანობის მნიშვნელოვანი აქტივობებია: სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნება საერთაშორისო ჟურნალებში, 14-მდე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში პუბლიკაციების გამოქვეყნება.