ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრი მთელი წლის განმავლობაში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს უწყვეტ რეჟიმში სთავაზობს კარიერული მხარდაჭერის სხვადასხვა შესაძლებლობას. კარიერული განვითარების ცენტრი პირველივე სემესტრიდან იწყებს სტუდენტებთან ინტენსიურ მუშაობას და აგრძელებს მათთან თანამშრომლობას სწავლის დასრულების შემდგომაც. BTU-ს კურსდამთავრებულები მუდმივად იღებენ შეთავაზებებს სხვადასხვა ვაკანსიის, ტრენინგისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამის შესახებ.
კარიერული განვითარების ცენტრი წელიწადში რამდენჯერმე მიმართულებების მიხედვით მართავს მასშტაბურ დასაქმების ფორუმს, რომელშიც მონაწილეობენ წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები. აღნიშნული ფორუმების ფარგლებში სტუდენტებისათვის სემესტრების მიხედვით იხსნება წვდომა პროგრამის შესაბამის ვაკანსიებსა და სხვადასხვა სახის შეთავაზებაზე. დასაქმების ფორუმში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს.