LES ROCHES POSTGRADUATE DIPLOMA IN INTERNATIONAL HOTEL MANAGEMENT


მსოფლიოს
 საუკეთესო სამეულის წევრი შვეიცარიული სკოლა ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით - Les Roches მასპინძლობის მართვის ინსტიტუტისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით საქართველოში 2017 წლიდან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე ფუნქციონირებს.

Les Roches 1954 წელს დაარსდა. არის კერძო ინსტიტუტი, რომელიც ეფუძნება შვეიცარიული გამოცდილების ექსპერიმენტულ სწავლებას.

ინფორმაცია რეიტინგის შესახებ იხილეთ ბმულზე 

Les Roches ჰყავს 12,000 კურსდამთავრებული 139 ქვეყანაში.

სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები ხდებიან Les Roches Global Alumni Association-ის წევრები, რაც მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დასაქმებაში უწყობს ხელს.

alt


Les Roches Marbella, როგორც  Les Roches კამპუსის ოფიციალური ფილიალი შვეიცარიაში, აკრედიტებულია საუნივერსიტეტო დონეზე სკოლებისა და კოლეჯების ახალი ინგლისის ასოციაციის, NECHE-ს მიერ აშშ-ში. ის ერთ-ერთია ამერიკის განათლების დეპარტამენტის მიერ აღიარებული ექვსი ასოციაციიდან.

alt

Les Roches Marbella არის ერთადერთი საერთაშორისო სკოლა სასტუმროების მართვის მენეჯმენტში ესპანეთში.


კურსის მიმოხილვა

სასწავლო პროცესი კომბინირებულია. სტუდენტები პროგრამის განმავლობაში ოთხჯერ, თითო კვირით მიემგზავრებიან, ესპანეთში Les Roches Marbella- კამპუსში.

ერთწლიანი აკადემიური პერიოდის განმავლობაში კომბინირებული სასწავლო მოდელის საშუალებით სტუდენტები სწავლობენ 9 თეორიულ და 2 სასემინარო მოდულს, რომლებიც მოიცავენ ბიზნესმენეჯმენტის საფუძვლებს და თანამედროვე მასპინძლობის საქმის ლიდერებისთვის საჭირო ახალ კონცეფციებს.

ამასთან ყველა სტუდენტი დამატებით იღებს 4 executive სერტიფიკატს.

საქართველოში თეორიული მოდულები ხორციელდება დასვენების დღეებსა და საღამოს საათებში, რაც მარტივად თავსებადია სამუშაოსთან.
 

თეორიული მოდულები

  • Leadership and organizational behavior - 2
  • Innovative, alternative and sustainable trends in hospitality -2
  • International business strategy in hospitality - 2
  • Project management - 2
  • Advanced finance and budgeting - 2
  • Marketing strategies for hotels - 2
  • International human resources - 2
  • Hospitality real estate and investment - 2
  • Revenue management - 2


პრაქტიკული მოდულები

  • Crisis management - 1
  • Protocol & etiquette - 1


სტაჟირება

  • Internship - 2

კომბინირებული პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტებს მოეთხოვებათ  Les Roches Marbella-ს  მიერ ორგანიზებული 6-თვიანი ინტერშიფის გავლა. 

ინტერნფიშის ფარგლებში სტუდენტები ახლად შეძენილ უნარებსა და ცოდნას იყენებენ საერთაშორისო სასტუმროებსა და მასპინძლობის საქმის სხვადასხვა დაწესებულებაში. 

alt 

Les Roches საერთაშორისო პროგრამა  სასტუმროების მართვაში საშუალებას აძლევს დასაქმებულ პროფესიონალებს ან ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს, შეიძინონ ისეთი ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც სფეროს მომავალს განსაზღვრავს.

დასაქმებულ პროფესიონალებს  და ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს კომბინირებული პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა აქვთ, ერთმანეთს შეუთავსონ სწავლა და კარიერა. 

კურსის ბოლოს სტუდენტებს აქვთ უნივერსალური ბიზნეს უნარ-ჩვევები, ხდებიან ლიდერობი და სწავლობენ ინოვაციურ ხედვას, რესურსების მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს, რაც სტუმარ-მასპინძლობის სფეროში უმნიშვნელოვანესია.


სტუდენტების მისაზიდად, ყოველწლიურად მსოფლიოს  60-ზე მეტი საუკეთესო ბრენდი სტუმრობს Les Roches კამპუსს - პრეზენტაციებზე, ინტერვიუებსა და პროფესიულ ვორქშოფებზე. შედეგად, Les Roches აქვს უმაღლესი დასაქმების მაჩვენებელი. 

alt

Les Roches კარიერული განვითარებისა და დასაქმების ოფისი უზრუნველყოფს სტუდენტების პირისპირ ინტერვიუებისთვის მომზადებას, უწევს სხვადასხვა სახის კონსულტაციას;

Les Roches ყოველწლირად აწყობს ვორქშოფებს და მასტერკლასებს სფეროს წამყვან პროფესიონალებთან ერთად.


მათ შორის:

  • პროექტის მენეჯმენტში;
  • ადამიანური რესურსების მართვაში;
  • კარიერულ ზრდასა და განვთარებაში.

პროგრამის ძლიერი მხარეები:

  • მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შესული სტუმარ-მასპინძლობის შვეიცარიული სკოლა
  • Neches აკრედიტაცია
  • Les Roches კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი
  • 12 000 კურსდამთავრებული 139 ქვეყანაში - შეუდარებელ საკომუნიკაციო რესურსი ინდუსტრიაში
  • Les Roches დამსაქმებელთა პორტფოლიო ყოველწლიურად 60-ზე მეტ კომპანიას მოიცავს.


             alt   alt alt



პროგრამის საფასური: 

პროგრამის ჯამური ღირებულება შეადგენს: 15 500 ევრო.  გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად სწავლის დამთავრებამდე.



alt


მიღების კრტერიუმები

აპლიკანტი უნდა ფლობდეს აკრედიტებული ბაკალავრის ხარისხს ან დიპლომს, სასურველია,  ჰქონდეს არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.


პროგრამა იწყება 2021 წლის სექტემბერს და დასრულდება მომდევნო წლის სექტემბერში.

პროგრამის დასრულებისთანავე შვეიცარიული სკოლის, Les Roches სტუდენტები გაივლიან 6-თვიან სტაჟირებას.



დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: nutsa.adamia@btu.edu.ge ან international@btu.edu.ge


დაინტერესების შემთხვევში გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღეთ მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ




enter your name*
enter your surname*
enter your email*
enter your mobile number*
დაცვის კოდი
განაახლეთ დაცვის კოდი