F.A.Q
როგორ ხდება მობილობა და ვის აქვს მობილობის უფლება?
 
მობილობა ხდება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების სამსახურის მიერ დადგენილი წესების და პროცედურების მიხედვით.
 
მობილობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელმაც სტუდენტის სტატუსი კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვა, ისწავლა შესაბამის საფეხურზე მინიმუმ ერთი წელი და რეგისტრაციის მომენტისათვის აქვს სტუდენტის სტატუსი.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მობილობით გადმოსვლისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, სტუდენტს ქონდეს მინიმუმ 30 და მაქსიმუმ 90 კრედიტი ნასწავლი.
 
მობილობა 2018-2019 სასწავლო წელს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ცხადდება საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამებზე.
 
შიდა მობილობა: სტუნდეტს აქვს უფლება განცხადების საფუძველზე ერთი წლის მერე გადავიდეს სხვა პროგრამაზე.

დეტალური ინფორმაცია
სწავლის საფასური და დაფინანსება
საბაკალავრო პროგრამების საფასური:
 
• ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 2250 ლარი
• ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 2250 ლარი
• საინფორმაციო ტექნოლოგიები - 2250 ლარი
 
 
 
სამაგისტრო პროგრამის საფასური:
 
• ბიზნესის ადმინისტრირება და საინფორმაციო ტექნოლოგიები - 2250 ლარი
 
 
სადოქტორო პროგრამის საფასური
 
• ბიზნესის ადმინისტრირება - 3000 ლარი
 
 
სწავლის საფასური შესაძლებელია დაფინანსდეს შემდეგნაირად:
 
• სახელმწიფო სასწავლო გრანტი
• საუნივერსიტეტო სტიპენდია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს
• მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის - სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი

ჩაბარებასთან დაკავშირებული პროცედურები
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივესრიტეტში ჩაბარება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით.
 
ჩვენი კოდი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას:
 
ბიზნესის ადმინისტრირება - მენეჯმენტი - 1950101
ბიზნესის ადმინისტრირება - ფინანსები - 1950102
საინფორმაციო ტექნოლოგიები - 1950103
 
 
 
 
ყველა საბაკალავრო პროგრამაზე, ჩასაბარებელი საგნები განისაზღვრება შემდეგნაირად:
 
• ქართული ენა და ლიტერატურა - წონა 3
• ზოგადი უნარები - წონა 3
• უცხოური ენა - წონა 3
• მათემატიკა/ისტორია/გეოგრაფია/ლიტერატურა/ფიზიკა/ქიმია/ბიოლოგია/სამოქალაქო განათლება - წონა 3
როგორ ხდება ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩარიცხვა?
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების ჩარიცხვის წესი განისაზღვრება „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანების შესაბამისად.  იხილეთ დეტალური ინფორმაცია
აქვს თუ არა BTU-ს შიდა ზღვარი?
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტს შიდა ზღვარი არ აქვს დაწესებული ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.

უნივერსიტეტში ჩაბარება დამოკიდებულია საკონკურსო ქულებზე.
როგორ ხდება სწავლის საფასურის გადახდა?
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, სტუდენტს სწავლის საფასური გადახდილი უნდა ქონდეს სწავლის დაწყებამდე 3 დღით ადრე.

განცხადების საფუძველზე სტუდენტს შეუძლია მოითხოვოს სწავლის საფასურის გადანაწილება, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემდეგ. განცხადებას განიხილავს შესაბამისი კომისია.
აქვს თუ არა BTU-ს გაცვლითი პროგრამები?
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახური უზრუნველყოფს ყველა საფეხურის სტუდენტის ჩართულობას გაცვლით პროგრამებში. გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა სტუდენტებს შეუძლიათ როგორც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ -ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები, სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები. 
შემიძლია თუ არა დასაქმება სწავლის პერიოდში?
სტუდენტის კარიერული წინსვლის ხელშეწყობა ჩვენი კარიერული განვითარების ცენტრის მთავარი მიზანი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა შეიმუშავა სისტემა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს დასაქმდეს, სწავლის დაწყებისთანავე, შექმნას შთამბეჭდავი პორტფოლიო და სწრაფად გახდეს კონკურენტუნარიანი კადრი.

სმარტსტუდენტი “- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც სტუდენტებს დასაქმების უნიკალურ საშუალებას სთავაზობს. პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვანი ბრენდები ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებით ავსებენ გუნდს ახალი, სხარტი და ინოვაციური იდეების მქონე BTU-ს სტუდენტებით.

სტუდენტები საქმდებიან სხვადასხვა დეპარტამენტებში: მენეჯმენტი, ფინანსები, მარკეტინგი, ოპერაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ლოჯისტიკა, ადმინისტრაცია და სხვა, სადაც ყოველდღიურად შესასრულებელი სამუშაოს პარალელურად ახდენენ პროცესების სკანირებას და მათი შესრულებისთვის ყველაზე ინოვაციური, ეფექტიანი და მაღალტექნოლოგიური მეთოდების შეთავაზებას მენეჯმენტისთვის.
სასწავლო ცხრილსა და საგნებს მე ვირჩევ თუ უნივერსიტეტი ადგენს?
პირველი სასწავლო წლის ცხრილს ადგენს უნივერსიტეტი. მეორე წლიდან  სტუდენტს აქვს შესაძლებლობა თავად შეადგინოს სასწავლო ცხრილი.

ბაკალავრიატის საფეხურის ყველა სტუდენტი, სავალდებულო საგნებად, პირველივე სემესტრიდან გაივლის იმ სასწავლო კურსებს, რომელიც პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, სასურველი შედეგის მისაღწევად არის აუცილებელი.
რა შემთხვევაში იღებს სტუდენტი სტიპენდიას?
საუნივერსიტეტო სტიპენდია ენიშნება მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ყველა სტუდენტს (წლის ბოლოს საშუალო სარეიტინგო ქულის მიხედვით).
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს აბიტურიენტმა შიდა რეგისტრაციისას?
რეგისტრაციისას  უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

 
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლ
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი  (მხოლოდ ვაჟებისთვის
  • ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე(CD)
 
სასწავლო ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენისა და ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდგომ.

არასრულწლოვანი აბიტურიენტის რეგისტრაციას სავალდებულოა დაესწროს მშობელი.
როგორი შეფასების სისტემა მოქმედებს BTU-ში?
სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება ხდება 100-ქულიანი (max 100 ქულა) სისტემით .  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სტუდენტთა შეფასების 100-ქულიანი სისტემა უშვებს 5 დადებით და 2 უარყოფით შეფასებას:

დადებითი შეფასებები:

  • (A) ფრიადი - 91-100 ქულა
  • (B) ძალიან კარგი - 81-90 ქულა
  • (C) კარგი - 71-80 ქულა
  • (D) დამაკმაყოფილებელი - 61-70 ქულა
  • (E) საკმარისი - 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასებები:

  • (Fx)  ვერ ჩააბარა - 41-50 ქულა  (სტუდენტს მეტი მუშაობა სჭირდება, ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება
  • (F) ჩაიჭრა - 40 – 0 ქულა (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
როგორი შეფასების სისტემა მოქმედებს BTU-ში?
სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება ხდება 100-ქულიანი (max 100 ქულა) სისტემით .  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სტუდენტთა შეფასების 100-ქულიანი სისტემა უშვებს 5 დადებით და 2 უარყოფით შეფასებას:


დადებითი შეფასებები:

  • (A) ფრიადი - 91-100 ქულა
  • (B) ძალიან კარგი - 81-90 ქულა
  • (C) კარგი - 71-80 ქულა
  • (D) დამაკმაყოფილებელი - 61-70 ქულა
  • (E) საკმარისი - 51-60 ქულა


უარყოფითი შეფასებები:

  • (Fx)  ვერ ჩააბარა - 41-50 ქულა  (სტუდენტს მეტი მუშაობა სჭირდება, ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება
  • (F) ჩაიჭრა - 40 – 0 ქულა (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
რა პროგრამები აქვს BTU-ს?
 
 
საბაკალავრო პროგრამები:
 
 
 
 
სამაგისტრო პროგრამა:
 
 
 
სადოქტორო პროგრამა:
 
 
 
 
უნიკალური საგანმანათლებლო გამოცდილება, უახლესი ციფრული ტექნოლოგიები გამოყენებული სწავლების პროცესში, მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლება, ორი დარგის - ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრირება, სფეროს მოწინავე ექსპერტი პროფესორ/მასწავლებლები, უახლესი, ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, დასაქმების მრავალმილიონიანი პორტალი და საკუთარი სტარტაპის განვითარების უნიკალური შესაძლებლობა, მსოფლიოს ლიდერი პარტნიორი კომპანიები და მრავალი სხვა შესაძლებლობის გამოყენება, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეუძლია.
 
სასწავლო პროგრამები აგებულია აკადემიური და საბაზრო მოთხოვნების შესაბამისად.
 
პირველივე სემესტრიდან, ნებისმიერი დისციპლინის სტუდენტისთვის, ინოვაციური პოტენციალის წახალისება უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტებში ინტენსიური ჩართულობით ხდება.