image

პროგრამები

საბაკალავრო პროგრამები ხორციელდება ორი მიმართულებით: ბიზნესის ადმინისტრირება და საინფორმაციო ტექნოლოგიები.     
ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
ბიზნესის ადმინისტრირება

ჩვენ შესახებ

სილიკონ ველი თბილისი პირველი კერძო მაღალტექნოლოგიური ცენტრია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს, მრავალმილიონიან საერთაშორისო დასაქმების პლატფორმას, ბიზნეს ინკუბატორსა და აქსელერატორს, აიტი აკადემიას, მედიაცენტრს, სკოლას, კვლევით ცენტრს, ვირტუალური რეალობის ლაბორატორიას, გადამზადების ცენტრს, აუზსა და სპორტულ დარბაზებს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ერთეულს, სივრცეს ინტეგრირდება ბიზნესი და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები. სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და მკვლევარების გაერთიანებით, უნივერსიტეტში ხდება სწავლა, სწავლება, კვლევა.

უნივერსიტეტის ხედვა
ინოვაციების ხელშეწყობითა და მეწარმეობაზე დაფუძნებული სწავლებით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს ექნება მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებაზე და იმ გარემოზე, რომელშიც მოღვაწეობს.

უნივერსიტეტის მისია 

შევთავაზოთ საზოგადოებას უნიკალური გამოცდილება ბიზნესისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში მისი მოლოდინების შესატყვისი თანამედროვე უმაღლესი განათლება, განვავითაროთ პიროვნების ლიდერული და სამეწარმეო უნარჩვევები, სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნისა და ბიზნესის მაღალ ტექნოლოგიებთან ინტეგრირების გზით მივცეთ არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც კონკურენტუნარიანობის მოტივაცია და შესაძლებლობა. სამეცნიერო კვლევების შედეგების, იდეებისა და ინოვაციების გაცვლით მოვახდინოთ ჩვენი პოტენციალის დემონსტრირება გლობალურ ბაზრებზე, ვიყოთ ორიენტირებულნი თანამედროვე ცოდნის შექმნაზე და გავრცენებაზე, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებაზე და საქართველოს სოციალურეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე.

პარტნიორები