„Junior Tech-ის” პროექტის ფარგლებში, 60-ზე მეტი მოზარდი ტექნოლოგიებში სრული დაფინანსებით გადამზადდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი ინიციატივით, კერძო სექტორის მხარდაჭერით, პროექტი ,,Junior Tech” ჩატარდა. პროექტი სრული დაფინანსებით, თბილისსა და ბათუმში განხორციელდა და მისი ბენეფიციარები იყვნენ ბავშვები და მოზარდები:
- სოციალურად დაუცველი;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე;
- სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი;
- განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული.
8-თვიანი სრულად დაფინანსებული გადამზადების პროგრამა ახალგაზრდების ციფრული უნარების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. მის ფარგლებში, ბენეფიციარებმა წარმატებით დაასრულეს ციფრული წიგნიერების, კიბერუსაფრთხოების, ტექინგლისურის, გრაფიკული დიზაინისა და კარიერული ბუთქემფის მოდულები. კურიკულუმი ეფუძნებოდა კომპეტენციების სწავლების თანამედროვე მეთოდებსა და პრინციპებს. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, პარტნიორი კომპანიების ჩართულობით, მონაწილეებისთვის გაიმართა კარიერული ბუთქემფი და შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან პრაქტიკული ცოდნისა და ახალი გამოცდილების მიღების მიზნით.
პროგრამა დაეხმარება ბენეფიციარ მოზარდებს, გამოავლინონ თავიანთი სრული პოტენციალი ახლად შეძენილი ციფრული და კარიერული მზაობის უნარების გამოყენებით.
პროექტის პარტნიორები არიან: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, თიბისი, თეგეტა მოტორსი, მედ დიაგნოსტიკა, კარფური, აჭარა ჯგუფი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, Phubber, B2C, ქუანტორი საქართველო, ლიბერთი ბანკი, Exadel Georgia, Lineate Georgia, Quick, WPC Dinamo Tbilisi, ფიზკულტურა, ქეთევან მიქელაძის ფონდი, LAB Technologies, Girteka, HT Solutions, CityPay.io, პორშე ცენტრი თბილისი, ავტო გალერი, ტოიოტა ცენტრი ბათუმი, ტოიოტა ცენტრი თეგეტა, მაზდა ცენტრი თეგეტა, ვოლვო ქარ საქართველო, Europcar Georgia, NIU E-Scooters.
პროექტ Junior Tech-ის გაგრძელება, ახალი პარტნიორების მხარდაჭერით, სხვა ქალაქებსა და რაიონებში 2025 წლიდან იგეგმება.