პროექტის შესახებ
პროექტი Junior Tech ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და Unicef-ის ორგანიზებით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრები 81 ბენეფიციარი 9 თვის განმავლობაში ტექნოლოგიური მიმართულებით გადამზადდება.
შერჩეულ სასწავლო მოდულებს შორისაა:
- ციფრული წიგნიერების საბაზისო კურსი;
- კიბერჰიგიენა და ინტერნეტ უსაფრთხოება;
- ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები;
- გრაფიკული დიზაინი;
- სოც.მედია მარკეტინგი;
- ტექ.ინგლისური.
ინიციატივის ფარგლებში, სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ სოციალურად დაუცველი ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები, განრიდების და მედიაციის პროგრამაში ჩართული ბავშვები.
სწავლების ლოკაციები:
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროგრამის მიზანია გაზარდოს ციფრული და კომუნიკაციის უნარები განსაკუთრებით დაუცველ ბავშვებსა და ახალგაზრდებში, მისცეს მათ შესაძლებლობა, აღიჭურვონ იმ ცოდნით და გამოცდილებით, რაც გაუადვილებთ ბარიერების გადალახვას შემდგომი განათლების და დასაქმების მიმართულებით. პროგრამა დაეხმარება მონაწილეებს გამოავლინონ თავიანთი სრული პოტენციალი ახლად შეძენილი ციფრული და კარიერული მზაობის უნარების გამოყენებით.
პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, გაეროს ბავშვთა ფონდი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და ათეულობით ბიზნეს ორგანიზაცია გაერთიანდა და შედეგად, პროგრამაში მონაწილეობა უფასოა 15-21 წლის 81 ბავშვისა და ახალგაზრდისთვის მოწყვლადი ჯგუფებიდან.
პროექტის პარტნიორები
პროექტში ჩართულები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებმაც ბენეფიციარების ჩართულობა სრულად დააფინანსეს
პროექტის ლექტორები
მარიამ ქებურია
სასწავლო კურსი: ტექ ინგლისური
ინგლისური ფილოლოგიის დოქტორი, ინგლისური ენის სხვადასხვა ასპექტის სწავლების 12 წლიანი გამოცდილებით. 2009 წლიდან მარიამი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და ასწავლის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებს (ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურზე).
- ინგლისური ფონეტიკის პრაქტიკული კურსი
- ინგლისური ლექსიკოგრაფიის შესავალი
- ინგლისური ენის ვარიანტები
- კრეატიული წერა და კომუნიკაცია
- ქართული და ინგლისური ლექსიკოგრაფიის ისტორია (კურსი მაგისტრანტებისთვის)
- ლექსიკონებისა და ლექსიკოგრაფიის პრინციპები (კურსი მაგისტრანტებისთვის)
ანდრო გოცირიძე
სასწავლო კურსი: კიბერჰიგიენა და ინტერნეტ უსაფრთხოება
ანდრო გოცირიძე- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი 2014-2017 წწ. Გენერალური ინსპექტორი 2012-2014 წწ. სხვადასხვა დროს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს შიდა უსაფრთხოების, სადაზვერვო სამსახურების, ასევე საბანკო სექტორის უსაფრთხოების ხელმძღვანელ თანამდებობებზე. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავდა საქართველოში გენერალური ინსპექტორების ინსტიტუტის ჩამოყალიბება (2000-2002), საქართველოს უშიშროების სამინისტროს რეფორმა (2001-2004) და საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბების კონცეფცია (შსს რეფორმის კონცეფცია – 2004). არის უსაფრთხოების თემაზე სტატიებისა და სხვა პუბლიკაციების ავტორი, წიგნების „კიბერთავდაცვა“ და „ჰიბრიდული ომების ანატომია“, ასევე NATO PFPC-ის Cyber Security Generic Reference Curriculum თანაავტორი. კითხულობს ლექციებს UG და კავკასიის უნივერსიტეტებში, ასევე GFSIS (რონდელის ფონდი)-ის, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტისა და მედიის განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროექტებში.
ნინო ლორთქიფანიძე
სასწავლო კურსები:
- MS Word, Excel-ის გამოყენება Google-ის აპლიკაციების გამოყენება: Google Calendar, Google Forms პრეზენტაციების აწყობა (PPT, Canva);
- ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები
ნინო არის “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დოქტორანტი, არის მიწვეული ლექტორი ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და რამდენიმე უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით. 20 წლიანი ტრენერობის გამოცდილებით, ბოლო 11 წლის განმავლობაში ნინო მოღვაწეობდა გაყიდვების და IT პროექტების მენეჯერად კომპანია ITDC/Myvideo.ge-ში. მას აქვს რამდენიმე უნივერსიტეტში დანერგილი ელექტროული სწავლების მართვის სისტემა, ასევე აქვს განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრში, პროფესიულ კვალიფიკაციათა სისტემის ხელშეწყობის პროგრამის ექსპერტ/ფასილიტატორად გამოცდილება – სადაც შემუშავებული აქვს IT-ის მიმართულებით არაერთი პროფესიული განათლების სტანდარტი და პროგრამა. ნინო ასევე გახლავთ საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინიერის სახელმძღვანელოს თანაავტორი და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობის გამოცდლიება. ფლობს საერთაშორისო ICDL სერტიფიკატი.
თინა მაყაშვილი
სასწავლო კურსი: გრაფიკული დიზაინი
თინა მაყაშვილი ციფრულ საკომუნიკაციო სააგენტო “Kraken”-ში იკავებს Art დირექტორის პოზიციას და ასევე, არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გრაფიკული დიზაინერი. თინას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მედიახელოვნების განხრით.
ბესიკ ბერიძე
სასწავლო კურსი: გრაფიკული დიზაინი
ბესიკ ბერიძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტი. Ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით და არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების პროგრამის დოქტორანტი. Კითხულობს ლექციებს მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე მობილური აპლიკაციების, Python პროგრამირების, Web დაპროგრამების ტექნოლოგიების, მონაცემთა ბაზებისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. Არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებზე წარდგენილი იყო სხვადასხვა ტექ. მიმართულების მოხსენებით.
გიორგი კენჭუაშვილი
სასწავლო კურსი: სოციალური მედია მარკეტინგი
გიორგი კენჭუაშვილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, ასევე კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ციფრული მარკეტინგის და სოციალური მედია მარკეტინგის მიმართულებით.
გიორგი არის ციფრული საკომუნიკაციო სააგენტო “Maverik”-ის დამფუძნებელი.
კახი კახიძე
სასწავლო კურსი:
- MS Word, Excel-ის გამოყენება Google-ის აპლიკაციების გამოყენება: Google Calendar, Google Forms პრეზენტაციების აწყობა (PPT, Canva);
- ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები
კახი კახიძე – კომპიუტერული მეცნიერებებისა და ვებ დეველოპმენტის მიმართულებით დაასრულა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქვს ტექ. სფეროში სწავლების 3 წელზე მეტი გამოცდილება. სხვადასხვა სასწავლო აკადემიებში არის მოწვეული ტრენერი და კითხულობს ლექციებს საოფისე პროგრამირების, WordPress დეველოპინგის, Python პროგრამირების, CSS, HTML, JS, React დეველოპინგის კურსებს.
დემიდ ფასიეშვილი
სასწავლო კურსი: კიბერჰიგიენა და ინტერნეტ უსაფრთხოება
დემიდ ფასიეშვილი – კომპიუტერულ მეცნიერებათა მაგისტრი, სერთიფიცირებული კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი 8 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. მუშაობდა სხვადასხვა ქართულ თუ უცხოურ კომპანიებში ქსელური, სასერვერო, IT ინტრასტრუქტურისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების შემუშავებაზე. 2019 წლიდან IT კომპანია კიბერ სოლუშენსის დირექტორი – კომპანიის სხვადასხვა სახის IT პროექტების მართვა; მენეჯმენტი. 2018-იდან კომპიუტერულ მეცნიერებათა ლექტორი (ბსუ). ერთად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება კიბერ/შრომის უსაფრთხოების კუთხით.