ჯონ რაიანის მასტერკლასი
ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ „ლე როშეს“ უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ რიაინი სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენელი კომპანიების ტოპ მენეჯერებს შეხვდა. შეხვედრა Les Roches სტუარ-მასპინძლობის მენეჯმენტის ინსტიტუტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერისტეტის, Property Georgia-სა და Adjara Group-ის ორგანიზებით გაიმართა. მასტერკლასის თემა იყო „ტურისტული ბაზრის დივერსიფიცირება, მომხმარებლის შენარჩუნება და ეფექტიანი მენეჯმენტი“.
შეხვედრაზე საქართველოში ტურიზმის სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და არსებული სირთულეების დაძლევის გზებზე ისაუბრეს. ჯონ რაიანის მასტერკლასის შემდეგ გაიმართა დისუკსია, რომლის ფარგლებშიც მოწვეულმა სტუმრებმა კონკრეტული რჩევებიც მიიღეს. ჯონ რაიანმა დამსწრე საზოგადოებას კრიზიების მართვის საკუთარი და სხვა ქვეყნების გამოცდილება გაუზიარა.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ჩვენი გამოცდილება გავუზაროთ, რადგან ამ ეტაპზე ქვეყანა ტურიზმის მიმართულებით რთულ მდგომარეობაში იმყოფება. სიტუაცია ნამდვილად კრიზისულია და მაქსიმალური ჩართულობა და დახმარებაა საჭირო. ჩვენ ვეცდებით ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით დავეხმაროთ. დღევანდელ შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს გავაცანი სხვა ქვეყნების, სხვა სასტუმროების გამოცდილება, თუ როგორ დაძლიეს მათ კრიზისული პერიოდი. ამ ეტაპზე ტურისტული კომპანიების, სასტუმროების, სახელმწიფოს ინიციატივები და კრიზიების მართვის გამოცდილების გაზიარებაა ყველაზე მნიშვნელოვანი,“ – განაცხადა ჯონ რაიანმა.
Les Roches საქართველოში 1 წელია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე ოპერირებს.უნივერსიტეტი დაარსდა 1954 წელს და შვეიცარიული გამოცდილების ექსპერიმენტულ სწავლებას ეფუძნება.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანინინო ენუქიძე განმარტავს,Les Roches არის მსოფლიოს სამეულში შემავალი მოწინავე სტუმარ-მასპინძლობის სკოლა, რომლის წარმომადგენელმაც ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე ყველა დაინტერესებული სპეციალისტისთვის ჩაატარა სემინარი.
„ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების შედეგად ძალიან მნიშვნელოვანი გახდა დისკუსიების მოწყობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარედს ტურიზმი და როგორ შეხვდეს სფეროში არსებულ გამოწვევებს. ამჯერად კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საქართველოს მენეჯმენტის ინსტიტუტისა და Les Roches ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა.Les Roches არის მსოფლიოს სამეულში შემავალი მოწინავე სტუმარ-მასპინძლობის სკოლა, რომლის წარმომადგენელიც ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე ყველა დაინტერესებულ სპეციალისტს შეხვდა. სემინარში მონაწილეობა სასტუმროების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებმა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს,“ – განაცხადა ნინო ენუქიძემ.
Les Roches-ს პარტნიორისა და მასპინძლობის მართვის ინსტიტუტის დამფუძნებელის მანანა უგულავას განმარტებით, კრიზისიდან გამოსასვლელად ერთობლივი მოქმედებაა საჭირო.
„ქვეყანა საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე დადგა, თუმცა ყველა გამოწვევაში შეგვიძლია დავინახოთ შესაძლებლობა. ჯონ რაიანთან შეხვედრა არის სწორედ ის დიდი შესაძლებლობა, რომელსაც სტუმარ-მასპინძილობის სფეროს წარმომადგენლები იღებენ. მან გაგვიაზიარა გამოცდილება, რომელიც განვითარებულ ქვეყნებს აქვთ. ბაზრების დივერსიფიკაცია არის ჩვენი გადარჩენის უმთავრესი გზა. სახელმწიფოს, კერძო სექტორის, დონორი ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო ინსტუტუების მხრიდან სისტემური მიდგომაა აუცილებელი. ყველა ერთად უნდა ჩავერთოთ და ერთად ვიფიქროთ, როგორ გამოვდიეთ ამ კრიზისული მდგომარეობიდან და საფრთხეების ნაცვლად როგორ დავინახოთ მეტი შესაძლებლობა. მთავარია, რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ, თუ როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, როგორ გავაძიეროთ სტუმარ-მასპინძლობის სექტორი, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთად შრომითა და ერთად დგომით უნდა გავაკეთოთ ეს,“ – განაცხადა მანანა უგულავამ.
Les Roches-ს ექსპერტთან ჯონ რაიანთან შეხვედრა 1-ელ ივლისს სასტუმრო Rooms-ში გაიმართა.