IX Millennium
Washington Post ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტს ვრცელ სტატიას უთმობს!
კოსმოსურ პირობებში ქართული ვაზის მოყვანის პროექტის შესასწავლად, საქართველოში სპეციალური ვიზიტით ჟურნალისტთა ჯგუფი იმყოფებოდა.
მარსზე, შესაძლოა, ქართული ვაზი გაშენდეს. ამის შესახებ Washington Post წერს. ინიციატივა პროექტის „მეცხრე მილენიუმი“ ნაწილია, რომელსაც საქართველოს კოსმოსური კვლევის სააგენტო განახორციელებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველო ცდილობს მსოფლიოს გააცნოს, რომ სწორედ ეს ქვეყანაა ღვინის სამშობლო.
საქართველოში, ექსპერიმენტის ფარგლებში, სპეციალისტები ვაზს მარსის მსგავს ნიადაგში დარგავენ. პროექტზე მომუშავე გუნდი წლის დასაწყისში აპირებს თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში შექმნას ვერტიკალური ფერმა, სადაც იატაკიდან ჭერამდე განთავსებულ სათბურში ვაზის გარდა მარწყვსაც მოიყვანენ – ვიტამინებით გაჯერებულ კენკრას, რომლის გადატანაც სხვა პლანეტაზე რთული არ იქნება.
ვერტიკალური ფერმა, რომელიც ნაკლებ სივრცეს და მინიმალურ ადამიანურ რესურსს მოითხოვს, საშუალებას მისცემს მეცნიერებს დააკვირდნენ, რომელი ვაზი შეძლებს მარსის ნიადაგში არსებობას.
ასევე, როგორც Washington Post წერს, თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) გეგმავს, ვიდრე ლაბორატორიაში მარსის მსგავსი გარემოს სიმულაციას მოაწყობენ, რამდენიმე სახის ნიადაგი გამოსცადონ. ლაბორატორიაში კი მცენარისთვის შექმნიან ზუსტად ისეთ პირობებს, როგორიც მარსზეა – დაბალი ტემპერატურებით, ნახშირორჟანგის მაღალი შემცველობით და ატმოსფეროს მაღალი წნევით.
შედეგები იხილეთ ვრცლად:
https://www.corkandgrapes.com/home/is-there-vine-on-mars?fbclid=IwAR0Gc8iF1poZ345M1DkVsA77zGCqpLZEd1pp1xFwI8l8C8Cp3T_ZXrFA_pU