იტალიის ინოვაციებისა და კვლევის დღე
10 ივნისს 12:00 საათზე იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება ფართომასშტაბიანი ღონისძიება, რომელიც ინოვაციებს, კვლევებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების უახლეს ტრენდებს მიეძღვნება.
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც ღონისძიების ფარგლებში გამოვლენილ “STEM Study Visit in Italy”-ის გამარჯვებულებს სპეციალურ ჯილდოსა და თანამშრომლობის შეთავაზებებს გაუზიარებს.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას – COTEC-ს შორის გაფორმებული სამოქმედო შეთანხმების ფარგლებში, “STEM Study Visit in Italy”-ის კონკურსის ორი კანდიდატი სამთვიან უფასო სასწავლო ვიზიტს გაივლის SPICI srl-ის FabriTech განყოფილებასა და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტში.
ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება მითითებული ბმულის საშუალებით.