ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის პირველი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა.
პლატფორმა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების 6 თვიან ინტენსიურ გადამზადებას და მათ შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს, სტარტს 2018 წლის აპრილში აიღებს. ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის მენეჯერის ზურაბ პერტაიას განმარტებით პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეული იქნება 30 აპლიკანტი, რომელთა გადამზადებისთვის გამოიყოფა 100%-იანი გრანტი.
პროექტი ისრაელის მხარის სრული დაფინანსებით ხორციელდება და ამისთვის განვითარების მრავალმინიონიანი ფონდი გამოიყოფა. პროცესში ისრაელის საუკეთესო სპეციალისტები არიან ჩართული. აპლიკანტების გადამზადება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე მოხდება.
სწავლა აპრილის ბოლოს დაიწყება. კურსი ინტენსიურია და 500 საათს მოიცავს. ის დაახლოებით7 თვე გაგრძელდება.
პროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ილია წულაია, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში – მენი ბენიში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.