ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი
4 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ტექნოლოგიების სფეროს საქართველოში განვითარების სრულიად ახალი შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.
პროექტი ხორციელდება ისრაელის მხარის სრული დაფინანსებით და მისთვის გამოიყოფა განვითარების მრავალმილიონიანი ფონდი. რესურსი დაიხარჯება კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნასა და განვითარებაზე.
პროცესში ჩართული იქნებიან ისრაელის წამყვანი სპეციალისტები. გადამზადების პროგრამების გარდა, პროექტი გულისხმობს ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნას, განვითარებას და მათი მდგრადობის მხარდაჭერას.
პროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები – ირაკლი მეზურნიშვილი, ილია წულაია, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში – მენი ბენიში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: განათლების მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე თევზაძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, ისრაელის ელჩი საქართველოში – შაბთაი ცური, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში – მენი ბენიში, ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.
აღნიშნული საინვესტიციო პროექტი დიდ როლს შეასრულებს ქვეყნის რეგიონალურ ტექნოლოგიურ ჰაბად ფორმულირებაში და ქართველი კადრების მიმართ საერთაშორისო შრომის ბაზრებზე ინტერესის გაზრდაში.