ირაკლი მაკალათია
ირაკლი მაკალათია არის ეკონომიკის დოქტორი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მას აქვს აკადემიურ და პრაქტიკულ სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სისტემატურად მონაწილეობს დარგობრივ სამეცნიერო კონფერენციებში და აქვეყნებს ნაშრომებს აკადემიურ გამოცემებში. ირაკლი მაკალათია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უძღვება შემდეგ კურსებს: ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა და სტატისტიკა ბიზნესისათვის. მომზადებული აქვს სალექციო მასალები: „ეკონომიკური სტატისტიკა (ლექციების მოკლე კურსი, ელ. ვერსია) ქ. მარშავას თანაავტორობით და „მოსახლეობის ცხოვრების დონის სტატისტიკა“. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტში.