![IOs & Android Lab 1 450168389 482181311128585 6440341684018677273 n](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2024/08/450168389_482181311128585_6440341684018677273_n.jpg)
IOs & Android Lab
დონორი ორგანიზაცია: USAID- ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა
პროექტის განხორციელების ვადები: 2021-2022 წლები
პროექტის სტატუსი: დასრულებული
USAID Economic Security Program-ის მხარდაჭერით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში iOS/Android Development Lab-ი დაფუძნდა, რომლის ფარგლებშიც 48 ბენეფიციარმა, 6-თვიანი ინტენსიური გადამზადების კურსი, iOS და Android Development-ის მიმართულებებით, გაიარა. აღსანიშნავია რომ, მონაწილეთა 40%-ს გოგონები წარმოადგენდნენ.
გადამზადების ბოლო ეტაპის ფარგლებში, 2022 წლის 24 თებერვალს, ბენეფიციართა საბოლოო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საერთაშორისო ბაზარზე მონაწილეთა დასაქმების ხელშეწყობისთვის.
iOS & Android ლაბორატორია BTU-ში, 2024 წელს Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი გახდა და მას მიენიჭა სახელი „Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი განათლებისთვის“ (AATCE). სასწავლო ცენტრები, რომლებიც Apple-ს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, ვალდებული არიან უზრუნველყონ ლექტორებისა და სტუდენტებისთვის უმაღლესი ხარისხის განათლების მიწოდება. პარტნიორი სასწავლო დაწესებულებები კი საგულდაგულოდ არის შერჩეული Apple-ის სტანდარტების შესაბამისად და ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობა, აკადემიური პერსონალი, სასწავლო კურსები და ასევე, ინფრასტრუქტურა.