ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.
“ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი” აცხადებს ვაკანსიას ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ინფრასტრუქტურის (ბტუ-ს შენობა-ნაგებობები, მიმდებარე ტერიტორიის, ინვენტარი, სხვ.) და აღჭურვილობის მდგომარეობის და ექსპლუატაციის კონტროლი (კომპეტენციის ფარგლებში); ბტუ-ს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების, მათი ექსპლუატაციის, მომსახურების, უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების შესრულების (ყოველდღიური, ექსპლუატაციის საწყის პერიოდში, შუალედური, სეზონური და ა.შ.) უზრუნველყოფა; შეკეთების (მიმდინარე, კაპიტალური) და პროფილაქტიკის მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების განხორციელების ორგანიზება, კონტროლი მათ შესრულებაზე; პრობლემების აღწერა და რეაგირება;
** კომპეტენციის ფარგლებში ბტუ-ში უსაფრთხოების კონტროლი (ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის, ვიდეოკონტროლის მოწყობილობების, გასასვლელების მდგომარეობა, სხვ.);
** ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის შეკეთებისთვის აუცილებელი სათადარიგო მასალების შეძენა ბტუ-ში დადგენილი შესყიდვების პროცედურის შესაბამისად. შესყიდვების დოკუმენტირება (კონტრაქტები, ხელშეკრულებები, შეთანხმებები და სხვა დოკუმენტები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად);
** ბტუ-ში დადგენილი შესყიდვების პროცედურის მოთხოვნათა საფუძველზე შეკეთებისთვის აუცილებელი მასალების შეძენა, აუცილებლობის შემთხვევაში სამუშაოების წარმოებისათვის გარე ორგანიზაციის/პირის შერჩევის/მოწვევის პროცესში და მათ მიერ ჩატარებული სამუშაოს ორგანიზებაში და კონტროლში მონაწილეობა;
** ბტუ-ს ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პერიოდული კონტროლი, მდგომარეობის შეფასება, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება, კონტროლი შეუსაბამობების/დაზიანებების გამოსწორებასა და ხარვეზების აღმოფხვრაზე;
** სტრუქტურული ერთეულებიდან არსებული მოთხოვნების/საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება, ანალიზი და მიღებული განაცხადების საფუძველზე მოთხოვნების ფორმულირება;
** სასაწყობე მარაგების აღრიცხვა, მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ინფრასტრუქტურის მართვის მიმართულებით – საინჟინრო; შესყიდვების მართვის მიმართულებით – ეკონომიკა, მენეჯმენტი, ფინანსები, საბუღალტრო საქმე) ან უმაღლესი განათლება და სპეციალური მომზადება;
** ანალოგიური სამუშაოს/ანალოგიურ სამსახურში მუშაობის არანაკლებ 01 წლის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** გამართული მეტყველება;
** მიღებული ინფორმაციის ოპერატიულად დამუშავების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.
შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შეთანხმებით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე – [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 31 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით – [email protected]