ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps მაგისტრატურის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცედურა და ასატვირთი დოკუმენტაცია:
|
ეტაპი |
ვადა/თარიღი |
შენიშვნა |
|
|
I |
მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება |
24.08.2026 – 31.08.2026 |
საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად: https://register.btu.edu.ge/ |
|
II |
შიდა გამოცდა ინგლისურ ენაში |
02.09.2026 |
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge) |
|
III |
გამოცდის შედეგების გამოცხადება |
03.09.2026 |
www.btu.edu.ge |
|
გამოცდების შედეგების გასაჩივრება: |
|||
|
IV |
საპრეტენზიო განაცხადების მიღება |
04.09.2026 |
სამუშაო საათები: 10:00- 18:00 სთ. email: [email protected] |
|
V |
შედეგების გამოცხადება |
07.09.2026 |
www.btu.edu.ge |
|
შიდა გამოცდის თარიღები: |
|||
|
VI |
შიდა გამოცდა სპეციალობაში |
09.09.2026 |
მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82 დრო დაზუსტდება (www.btu.edu.ge) |
|
VII |
შიდა გამოცდის შედეგების გამოცხადება |
11.09.2026 |
www.btu.edu.ge |
|
შიდა გამოცდის შედეგების გასაჩივრება |
|||
|
VIII |
საპრეტენზიო განაცხადების მიღება |
14.09.2026 |
სამუშაო საათები: 10:00- 18:00 სთ. email: [email protected] |
|
IX |
საბოლოო შედეგების გამოცხადება |
15.09.2026 |
www.btu.edu.ge |
რეგისტრაციის პროცედურა და ასატვირთი დოკუმენტაცია
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი)
- ფოტოსურათი 3×4
- სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატის ასლი (საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი)
- სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული საქართველოს მოქალაქეებისთვის – სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის (დამატებითი მოთხოვნები კვალიფიკაციისადმი პროგრამის კურიკულუში მითითებულის შესაბამისად), ხოლო 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამის II ნაწილის შემთხვევაში – ასევე, I ნაწილის დასრულების და კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, დიპლომის დანართი – სანოტარო წესით დამოწმებული ასლები). მაგისტრანტობის კანდიდატისგან (საქართველოს მოქალაქე) დამოუკიდებელი ობიექტური გარემოების გამო დიპლომის და დიპლომის დანართის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში წარსადგენია შესაბამისი უსდ-ს მიერ გაცემული და სათანადოდ დამოწმებული ცნობა მინიჭებული აკადემიური ხარისხის, კვალიფიკაციის, პროგრამის კომპონენტების, მიღებული კრედიტების, შეფასებების მითითებით-სასწავლო ბარათი (შემდგომში, სწავლების პირველივე სემესტრის დასრულებამდე, მაგისტრანტის მიერ დიპლომის და დანართის წარდგენის პირობით). ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში (მათ შორის, სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში) წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები); გაითვალისწინეთ, რომ ხელშეკლურების გაფორმებამდე სავალდებულოა დიპლომის და დანართის/კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის და სასწავლო ბარათის ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა.
- უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში – ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარებისდოკუმენტი
- ინგლისური ენის პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი/სხვ.
მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ
- მაგისტრანტობის კანდიდატს შეუძლია გაეცნოს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აღწერილობას, გაესაუბროს პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღოს ან დააზუსტოს ინფორმაცია პროგრამის შესახებ, მიიღოს რეკომენდაციები და სხვ. (იხ. „საკონტაქტო ინფორმაცია“)
- მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია დაიცვას გამოცდაზე ქცევის წესები
- ინგლისურ ენაში გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვება პროგრამაზე სწავლის იმ მსურველს, რომელიც წარმოადგენს პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტს. კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან შემდგომ ეტაპზე
- ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps სამაგისტრო პროგრამაზე კონკურსი მიმდინარეობს მხოლოდ სპეციალობის გამოცდის შედეგების მიხედვით
- მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელიც არ ეთანხმება შიდა გამოცდაზე მიღებულ შეფასებას, შეუძლია ბტუ-ს მიერ დადგენილ ვადაში გაასაჩივროს მიღებული შეფასება
- საერთო სამაგისტრო გამოცდისა და ბტუ-ს შიდა გამოცდ(ებ)ის შედეგად გამოვლინდება ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც უფლებას მოიპოვებს სწავლა განაგრძოს ბტუ-ს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში (ბოლო ვაკანტურ ადგილზე გასული რამდენიმე თანაბარქულიანი მაგისტრანტობის კანდიდატების არსებობის შემთხვევაში – პირი, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში აქვს მიღებული მეტი ქულა).