ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps
ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps სამაგისტრო პროგრამა, რომელსაც რეგიონში მხოლოდ BTU ახორციელებს.
პროგრამა აკრედიტებულია AWS – Amazon Web Services მიერ. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე
- პროგრამის მოცულობა:120 კრედიტი (ECTS)
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაცია: ინფორმაციული სისტემების მაგისტრი (Master of Information Systems)
- პროგრამის საფასური: 2950 ლარი
პროგრამის სილაბუსი იხილეთ ბმულზე.
გაცვლითი პროგრამები:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინფორმაციული სისტემების მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამებით.
BTU სტუდენტებს სთავაზობს მოკლევადიან და გრძელვადიან გაცვლით პროგრამებს, საზაფხულო და ზამთრის სკოლებსა და სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს.
გაცვლითი პროგრამებით სარგებლობა სტუდენტებს შეუძლიათ როგორც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.
იხილეთ გაცვლითი პროგრამების ბროშურა
დასაქმების შესაძლებლობები:
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს:
- პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერულ კომპანიებში
- კომპანიები, რომლებიც ახდენენ თანამედროვე აპარატურული უზრუნველყოფის ინტეგრაციას და IT ტრანსფორმაციას სხვა კომპანიებში
- ორგანიზაციებსა და კომპანიებში, სადაც მოითხოვება საინფორმაციო ტექნოლოგიების არსებული სისტემების ტრანსფორმაცია, ახალი სისტემების დანერგვა, მათი მუშაობის უზრუნველყოფა
- საინფორმაციო საკომუნიკაციო კომპანიებში, ფინანსურ დაწესებულებებში, საბანკო და სადაზღვევო კომპანიებში.
- სამრეწველო, სატელეკომუნიკაციო, კავშირგაბმულობის და სატრანსპორტო კომპანიებში; ორგანიზაციებსა და კომპანიებში, სადაც ხდება მონაცემთა ცენტრალიზებული დამუშავება სხვადასხვა კომპანიის ფილიალებთან კავშირი, ცენტრალიზებული ვაჭრობა
- სამართალდამცავ სტრუქტურებში, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრებში, თავდაცვის უშიშროების დაზვერვის და სხვა სპეც სამსახურებში
სტუდენტებისთვის შეთავაზებული იქნება
- ტექნოლოგიური ლაბები
- Co-working სივრცეები
- სტაჟირების და დასაქმების პროგრამები
- გაცვლითი პროგრამები და მათ შორის ერთდროულად ორი BTU-სა და უცხოური უნივერსიტეტის დიპლომის აღების შესაძლებლობა
- მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
- მჭიდრო კავშირი ინდუსტრიასთან, networking ღონისძიებები, კონკურსები და სხვ.
- საერთაშორისო პროექტები და ექსტრაკურიკულური აქტივობები.
DevOps სამაგისტრო პროგრამებზე ჩაბარება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის საშუალებით:
იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ინფორმაციული სისტემების მართვა – DevOps სამაგისტრო პროგრამაზე წარმატებით, უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი:
- საერთო სამაგისტრო გამოცდა – საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წარმატებით უნდა გადალახოს ოთხი სავალდებულო კომპონენტიდან, სამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი
- ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B2 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი
- გამოცდა სპეციალობაში.
იხილეთ ინგლისური ენის ტესტის ნიმუშები:
DevOps სამაგისტრო პროგრამის სპეციალობის გამოცდის ნიმუში: