სერვისები სტარტაპებისთვის
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ მიზნით უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მეწარმეობის ცენტრი, რომელიც არაერთ აქტივობას/პროექტს ახორციელებს სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად.
მეწარმეობის ცენტრის საქიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება დაინტერესებული სტარტაპებისთვის და მეწარმეებისთვის გარკვეული სერვისების შეთავაზებაა. ცენტრის მიზანია აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამწყებ, ან განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ბიზნესებს მათი საქმიანობის წარმატებით დაგეგმვა-განხორციელებაში. ამ მიზნით, ცენტრთან თანამშრომლობენ სფეროს საუკეთესო ექსპერტები/სპეციალისტები, სტარტაპებთან მუშაობისა და ანტრეპრენერობის დიდი გამოცდილების მქონე პირები, რომლებიც მაქსიმალურად ხარისხიან მომსახურებას გაუწევენ დაინტერესებულ პირებს.
სერვისები, რომლებსაც ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:
- კონსულტაცია
- ბაზრის კვლევა
- ბიზნეს გეგმის შედგენა
- ფინანსური პროგნოზი და ბიუჯეტი
- საგრანტო განაცხადის მომზადება
- საინვესტიციო პრეზენტაციის (Pitch Deck) მომზადება
- მენტორშიფი
სერვისების აღწერილობა და მოცულობა, ისევე როგორც სერვისების განმახორციელებელი ექსპერტების/სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თითოეული სერვისის შესაბამის ბმულზე. სერვისების განხორციელების ვადები, ისევე როგორც ღირებულება, განისაზღვრება ყოველი ცალკეული შეკვეთის მასშტაბის და განსახორციელებელი სამუშაოს მოცულობის მიხედვით.
დამატებითი სერვისებით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ: [email protected]