ინოვაცია და მეწარმეობა აგრო სექტორში – მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის კურსი
ჰოლანდიის მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი დაიწყო. კურსის ფარგლებში საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში მცხოვრები ბენეფიციარები გაეცნობიან მეწარმეობასა და ინოვაციებს აგრო სექტორში. კურსის მიზანია, გააცნოს მონაწილეებს აგროტურიზმის შესაძლებლობები და მისი კავშირი მეწარმეობასა და ინოვაციასთან.
როგორც ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში მააიკე ვან კოლდამი განმარტავს აგრო კულტურა ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმართულებაა და სწორედ ამიტომ ქართველი ბენეფიციარებისთვის მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება.
კურსი არის ინტერაქტიული და თეორიულ სწავლებასთან ერთად მოიცავს პრაქტიკულ ნაწილს. პროგრამის ფარგლებში სულ 10 შეხვედრა ჩატარდება. ტრენერები იქნებიან მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლები. ბენეფიციარებს ერთი შეხვედრა ექნებათ ქართველ ტრენერთან, ნინო ზამბახიძესთან, რომელიც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე და წარმატებული ფერმერია. რაც შეეხება მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლას, ეს არის ჰოლანდიის ყველაზე ძველი უნივერსიტეტი.
სასერტიფიკატო კურსი სფეროში მომუშავე ბენეფიციარებისთვის სრულად დაფინანსებულია.