ინიციატივა 5.0 ფარგლებში მეწარმეობის და ციფრული აბრეშუმის გზის მიმართულებით პანელური დისკუსია ჩატარდა
საერთაშორისო პანელური დისკუსიების სერია „ინიციატივა 5.0“-ის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა პანელურ დისკუსიას – „მეწარმეობა და ციფრული აბრეშუმის გზა“, უმასპინძლა.
ღონისძიებაზე კვლევები წარადგინეს BTU-ს აფილირებულმა პროფესორებმა:
- ანი ვაშაყმაძე – BTU-ს აფილირებული პროფესორი | „სამეწარმეო ეკოსისტემის შემავსებელი ეფექტის თავისებურებანი“;
- დავით გონდაური – BTU-ს აფილირებული პროფესორი | „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტი კონკურენტულ გარემოში“;
გარდა კვლევების წარდგენისა, პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა BTU-ს პარტნიორმა ორგანიზაციებმა, მკლევრებმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს:
- დავით გონდაური – BTU-ს აფილირებული პროფესორი | „საქართველოს სარკინიგზო ტრანსპორტი კონკურენტულ გარემოში“;
- ანი ვაშაყმაძე – BTU-ს აფილირებული პროფესორი | „სამეწარმეო ეკოსისტემის შემავსებელი ეფექტის თავისებურებანი“;
- ზვიად ჩხარტიშვილი – საქართველოს სატვირთო გადამზიდავების ასოციაციის პრეზიდენტი;
- მანანა მოისწრაფიშვილი – სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორი.
„პანელი „მეწარმეობა და ციფრული აბრეშუმის გზა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების და BTU-ს კვლევების ავტორების ჩართულობით ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ინდუსტრიული პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვლევების და აკადემიური სექტორის რეკომენდაციების გათვალისწინებას.
ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერისტეტი სწორედ ის ადგილია სადაც ბიზნესი და ტექნოლოგიები ერთმანეთს ხვდება. ინიციატივა 5.0-ით კი უნივერსიტეტი უკვე ის პლატფორმაც გახდა, სადაც ღია დიალოგია შესაძლებელი, აკადემიურ სექტორს, სახელმწიფოს, კერძო სქტორს და კონკრეტული ინდუსტრიების წარმომადგენლებს შორის. რაც საშუალებას მოგვცემს ეტაპობრივად შემცირდეს ბიზნესსა და კვლევას შორის არსებული დისტანცია და როგორც ინდუსტრული განვითარება, ისე სტარტაპ ეკოსისტემის ფორმირება გაზმოვადი ინდიკატორებით დაიგეგმოს და წარიმართოს“ – აცხადებს ანი ვაშაყმაძე, BTU-ს აფილირებული პროფესორი