ინდო-წყნარი ოკეანის-ევროპული ციფრული ცენტრი
დონორი: ევროკავშირი
პროექტის განხორციელების ვადები: 2023-2024 წლები
დაფინანსების სქემა: Horizon Europe
აკრონიმი: INPACE
პროექტის სტატუსი: მიმდინარე
პროექტი “INPACE – Indo-Pacific-European Hub for Digital Partnerships’’ მიზნად ისახავს, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ციფრული ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას, ინსტიტუციების განვითარებას და ახალი, ინოვაციური ცოდნის შექმნას.
Horizon Europe კვლევისა და ინოვაციების დარგში ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამაა, რომლის ბიუჯეტი 95,5 მილიარდი ევროა. აღნიშნული თანხა, შვიდი წლის განმავლობაში (2021-2027) გრანტების სახით გაიცემა.