პროექტის შესახებ
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა საერთაშორისო ინიციატივა – iamtheCODE მსოფლიოში აღიარებული ტექნოლოგიების აქტივისტთან – ლედი მარიემ ჟამმესთან პარტნიორობით საქართველოში დააფუძნა.
აღნიშნული ინიციატივა ქვეყანაში ქალების, ბავშვებისა და გოგონების განათლებისა და ტექნოლოგიური გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
iamtheCODE – ის პლატფორმა 60,000 კურსს აერთიანებს 18 ენაზე, რომლებიც საქართველოში მცხოვრები 250,000 ქალისთვის, ბავშვისთვისა და მოზარდისთვის სრული დაფინანსებით იქნება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ 250,000 ბენეფიციარიდან 50,000-ს შესაძლებლობა ექნება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გაიაროს კურსები.
ორგანიზაცია ,,iamtheCODE’’ მსოფლიოს მასშტაბით 87 ქვეყანაში საქმიანობს და მიზნად ისახავს 2030 წლამდე 1 მილიონი ახალგაზრდა ქალი, გოგონა და მოზარდი გადაამზადოს ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში და ამ გზით მხარი დაუჭიროს გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს.
ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს ქალების, გოგონებისა და ბავშვების როლის გაზრდაზე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში.
iamtheCODE-ის ხედვა გულისხმობს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობის ზრდასა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.
საქართველო, როგორც ქალების, გოგონებისა და მოზარდების გაძლიერების მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში, აქტიურად უერთდება iamtheCODE-ის გლობალურ ინიციატივას.
რეგისტრაცია
პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა