იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი BTU-ში
16 ნოემბერს ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ბატონი იშიძუკა ჰიდეკის საჯარო ლექცია ჩატარდა.
ელჩი სტუდენტებს იაპონიის დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა. მან, ასევე, მიმოიხილა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა, ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმემები, მნიშვნელოვანი მოვლენები ისტორიული კონტექსტიდან თანამედროვეობამდე. საუბარი შეეხო იმ განვითარების პროგრამებს, რომლებიც იაპონიის მხარდაჭერით განხორციელდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
საჯარო ლექციის დასასრულს ელჩმა სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და ხაზგასმით დაადასტურა იაპონიის სახელმწიფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.