HPE LAB ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში!
სილიკონ ველი თბილისი მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიებთან პარტნიორობას აღრმავებს. „სილიკონ ველი თბილისის“ სივრცეში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Hewlett-Packard Enterprise საქართველოსთან თანამშრომლობით კომპიუტერული ქსელებისა და უსაფრთხოების ლაბორატორია ამჯერად უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. Hewlett-Packard Enterprise საქართველოსთან თანამშრომლობის ფარგლებში სასწავლო სივრცეში წარმოდგენილ სადემონსტრაციო პროდუქტებს შორისაა Aruba-ს ბრენდის მესამე დონის კომუტატორები, უკაბელო დაშვების კონტროლისა და დაშვების წერტილების ბოლო თაობის მოწყობილობები.
როგორც Hewlett-Packard Enterprise-ის საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დიმიტრი კვინტრაძე აღნიშნავს, ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკა გათვლილია სალექციო კურსების პარალელურად ლაბორატორიაში პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისთვის კომპიუტერული ქსელების, ინფორმაციული უსაფთხოების, კიბერუსაფრთხოების, უკაბელო კავშირგაბმულობის სასწავლო კურსების მიმდინარეობისას.
„გაგვიჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო სპეციალური აპარატურით აღჭურვილი კლასი, სადაც სტუდენტებს თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. მათ შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ხელით შეეხონ იმ ტექნიკას, რომელსაც დღეს სწავლობენ და რომელზეც მომავალში მუშაობა მოუწევთ. Hewlett-Packard Enterprise-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიები უნივერისტეტის კოლაბორაციით შეიქმნა სპეციალიზირებული კლასი, რომელიც აღიჭურვა Hewlett-Packard Enterprise ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპარატურით, – განაცხადა დიმიტრი კვინტრაძემ.სილიკონ ველი თბილისი“ მსოფლიოს მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიებთან პარტნიორობას აღრმავებს. „სილიკონ ველი თბილისის“ სივრცეში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში Hewlett-Packard Enterprise საქართველოსთან თანამშრომლობით კომპიუტერული ქსელებისა და უსაფრთხოების ლაბორატორია ამჯერად უახლესი ტექნიკით აღიჭურვა. Hewlett-Packard Enterprise საქართველოსთან თანამშრომლობის ფარგლებში სასწავლო სივრცეში წარმოდგენილ სადემონსტრაციო პროდუქტებს შორისაა Aruba-ს ბრენდის მესამე დონის კომუტატორები, უკაბელო დაშვების კონტროლისა და დაშვების წერტილების ბოლო თაობის მოწყობილობები.
როგორც Hewlett-Packard Enterprise-ის საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დიმიტრი კვინტრაძე აღნიშნავს, ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკა გათვლილია სალექციო კურსების პარალელურად ლაბორატორიაში პრაქტიკული სამუშაოების შესრულებისთვის კომპიუტერული ქსელების, ინფორმაციული უსაფთხოების, კიბერუსაფრთხოების, უკაბელო კავშირგაბმულობის სასწავლო კურსების მიმდინარეობისას.
„გაგვიჩნდა იდეა, რომ შექმნილიყო სპეციალური აპარატურით აღჭურვილი კლასი, სადაც სტუდენტებს თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. მათ შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ხელით შეეხონ იმ ტექნიკას, რომელსაც დღეს სწავლობენ და რომელზეც მომავალში მუშაობა მოუწევთ. Hewlett-Packard Enterprise-ისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიები უნივერისტეტის კოლაბორაციით შეიქმნა სპეციალიზირებული კლასი, რომელიც აღიჭურვა Hewlett-Packard Enterprise ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპარატურით, – განაცხადა დიმიტრი კვინტრაძემ.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, დაწყებულია სასწავლო სილაბუსებში აღნიშნული ლაბორატორიული ტექნიკის გამოყენების შესახებ ინფორმაციის განახლება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა პრაქტიკულად ისწავლონ ის, რასაც თეორიულ ნაწილში ვასწავლით სასწავლო კურსის განმავლობაში. ამისთვის არაერთი ლაბორატორიაა შექმნილი უნივერსიტეტის სივრცეში. ისინი განსაკუთრებული აპარატურითაა აღჭურვილი და შესაბამისად, პრაქტიკული კომპონენტი არის ძალიან ძლიერი. ამჯერად კი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერით ჩვენ ვაანონსებთ ლაბორატორიის ტექნოლოგიურ განახლებას. ეს სიახლე საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, რომ ადგილზე გაიარონ პრაქტიკული კურსი და ამისთვის სხვადასხვა ორგანიზაციებში სიარული არ მოუწიოთ,“ – აღნიშნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანმა ნინო ენექიძემ.
ლაბორატიით ტექნოლოგიური აღჭურვილობის განახლებით ძალიან კმაყოფილები არიან სტუდენტები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტში პრაქტიკულ გამოცდილებას დიდი ყურადღება ექცევა. ეს კი მომავალში მათი წარმატებით დასაქმების ერთ-ერთი წინაპირობაა.
„ზოგადად, ცოდნის მიღებისას დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკას. საინფორმაციო ტექნოლოგიების შემთხვევაში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ რას აკეთებს სტუდენტი პრაქტიკულად. ესეთი მოწყობილობები გვეხმარება, რომ პრაქტიკაში გადმოვიტანოთ ჩვენი თეორიული ცოდნა. ზოგადად უნივერსიტეტში ასეთი მიდგომაა და ყველაფერს თეორიულად და პრაქტიკულად ვსწავლობთ,“ – აღნიშნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა დავით გულუამ.
Hewlett-Packard Enterprise სილიკონ ველი თბილისის სტრატეგიული პარტნიორია. ახალი სასწავლო სივრცის აღჭურვის გარდა, იგეგმება ერთობლივი ჰაკათონებისა და სტუდენტური კონკურსების ორგანიზება, მაღალტექნოლოგიური პროექტების განხორციელება და განათლების პროცესში ტექნოლოგიების მაქსიმალური ინტეგრირების პროცესის მხარდაჭერა.