დონორი ორგანიზაცია და პარტნიორი ევროპული ინსტიტუციები: ევროკავშირი – ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, პორტოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სტოკჰოლმის ტექნოლოგიური სამეფო ინსტიტუტი, გენტის ვოლვოს ავტოქარხანა
პროექტის განხორციელების ვადები: 2020-2024 წლები
დაფინანსების სქემა: Erasmus+ CBHE
აკრონიმი: HEIn4
პროექტის სტატუსი: დასრულებული
საქართველოსა და უკრაინის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაძლიერება ინდუსტრიულ ტრანსფორმაციაში ინდუსტრიული პარადიგმა 4.0-ის მეშვეობით.
პროექტის კონკრეტული მიზნები:
- განავითაროს ქართული და უკრაინული უსდ-ების შესაძლებლობები (ადამიანური რესურსები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ინსტიტუციური ერთეულები) მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებებისა და გამოწვევების შესაბამისად;
- გააძლიეროს უსდ-ებისა და ინდუსტრიის თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ინდუსტრიების ციფრულ ტრანსფორმაციას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებების შესაბამისი სპეციალური კურსების, ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების შეთავაზებით;
- ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშესაწყობად ქართულ და უკრაინულ უსდებში შექმნას ახალი სასწავლო მოდული სამაგისტრო საფეხურზე „ინდუსტრია 4.0 ბიზნესის მენეჯმენტი“ („Industry 4.0 Business Management“);
- მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებების შესაბამისად ინჟინერიის პროგრამების კურიკულუმის განსაახლებლად შეიმუშავოს რეკომენდაციები.