ჰეი-ჰო
გუნდის წევრები: გიორგი დობორჯგინიძე
“ჰეი-ჰოს”, ინოვაციური პლატფორმის, მთავარი ღირებულება, როგორც თავისუფლება და კომფორტი სასურველი საქმის კეთებისას ასევე გამარტივებული და სასურველი ანაზღაურება. სტარტაპის ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს – აპლიკაციისა და საიტის გამოყენებით ადამიანებს ეძლევათ საშუალება, გახდნენ როგორც დამსაქმებელები, ასევე დასაქმებულები ერთჯერადად.
მომხმარებლებს შეუძლიათ, პოსტის სახით განათავსონ სხვადასხვა შეთავაზებებს მისაღები ანაზღაურებით, შემდეგ დასაქმების მსურველები გამოეხმაურებიან და დასაქმდება ის კონკრეტული, ვისთვისაც მოცემული ანაზღაურება მისაღები იქნება. მოცემული ორი მხარე დადებს ერთჯერად კონტრაქტს, რომლის გამოყენებითაც აირიდებენ ზედმეტ ვალდებულებებსა და გრძელვადიანი კონტრაქტებისგან თავს, გააკეთებენ მათთვის კომფორტულ საქმეს, სასურველი ანაზღაურებითა და სასურველი გრაფიკით.