ჰაკათონი ურბანულ განვითარებაზე
ჰაკათონი ურბანულ განვითარებაზე
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი რიგით მეოთხე სტუდენტურ ჰაკათონს მასპინძლობს. ჰაკათონის თემა: ურბანული განვითარება.
კრეატიული განვითარების ცენტრი, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი პარტნიორი – კომპანია DELL, ჰაკათონის ოფიციალური პარტნიორები არიან.
ჰაკათონში მონაწილეობა BTU-ს ყველა სტუდენტს შეუძლია, რომელთა შორის 2დან 4 წევრამდე გუნდი უნდა ფორმულირდეს.
ჰაკათონი 14 ნოემბერს 15:00 საათზე დაიწყება და 48 საათი გაგრძელდება. 16 ნოემბერს 15:00 საათზე დაიწყება ფიჩინგი.
ჰაკატონი 48 საათის განმავლობაში საბოლოო პროდუქტის შექმნას მოიაზრებს.
ღონისძიების მიმდინარეობისას კონკურსანტებისთვის გაიმართება ვორკშოპები და მენტორების სესიები, საბოლოოდ კი გუნდები გამართავენ ფიჩინგს და ჟიური გამარჯვებულს გამოავლენს.
გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით და პარტნიორების მიერ დაწესებული სხვადასხვა საჩუქრებით.
*გუნდს არეგისტრირებს ერთი სტუდენტი (აუციებელია მიუთითოთ გუნდის ყველა წევრის საკონტაქტო ინფორმაცია)
*შერჩეულმა გუნდებმა უნდა იქონიონ საკუთარი კომპიუტერები.
*ჰაკათონის მონაწილეებისთვის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამუშაო სივრცეს და საკვებს.