გუგლის კვირეული დასრულდა
17-21 მაისს Silicon Valley Tbilisi – ის სივრცეში არსებულ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, i/o Extended ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა Google- ის კვირეული.
კვირეული ყოველ წელს იმართება და მისი მიზანია გააცნოს მომხმარებელს გასული წლის შემაჯამებელი ანგარიში, მოახდინოს ახალი პროდუქტის პრეზენტაცია და გაცნოს სამომავლო ტენდენციები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: სილიკონ ველი თბილისი, GDG Tbilisi, სარეკლამო სააგენტო “Leavingstone” და ჯეოლაბი.
კვირეულის ფარგლებში გაიმართა პირდაპირი ტრანსლაცია ყოველწლიური ღონისძიებიდან i/o Extended რომელიც კალიფორნიის შტატში ჩატარდა.
ასევე მოეწყო Leavingstone -ის talk Google Ads – ის შესახებ.
კვირეულის ფარგლებში ჩატარდა Codelab – ის შესახებ workshop.
კვირეულის ბოლოს ჩატარდა Silicon Valley Tbilisi Challenge.