Google Developers Student Clubs (BTU) ჰაკათონი – კიბერუსაფრთხოების შესახებ, Capture The Flag
Google Developers Student Clubs (BTU) 12-13 დეკემბერს, ჩაატარებს კიბერუსაფრთხოების ორ დღიან ჰაკათონს – Capture The Flag!
მაქსიმუმ ორი ადამიანისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ამოცანების ამოხსნაში შეეჯიბრებიან.
გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე
საქართველოს კიბერუსაფრთხოების ჯგუფის მიერ შედგენილი ამოცანები, წარმოდგენილი იქნება შემდეგი მიმართულებებით:
- დაცულ პლატფორმაზე შეღწევა;
- სერვერზე დაშიფრული ინფორმაციის მოძებნა;
- ბაზიდან მონაცემების მოპოვება;
- დეშიფრაცია;
- რევერსინგი.
ჰაკათონის გამარჯვებული გახდება პირველი 3 გუნდი, რომელიც ყველაზე სწრაფად და ეფექტურად შეძლებს დავალებების შესრულებას და წარდგენა. დამატებით, ჰაკათონის ფარგლებში სპეციალურად შედგენილი ჟიურის წევრები გამოავლენენ რჩეულ გუნდებს.
წინასწარ რეგისტრირებულ 10 მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, ჰაკათონის განმავლობაში (2 დღე) იმუშაოს პარტნიორ კომპანია, E-sports Club-ში და გამოიყენოს მაღალტექნოლოგიური კომპიუტერები.
ამისათვის საჭიროა გაიაროთ დამატებით რეგისტრაცია ბმულზე
Entrepreneur და CyberTV.
პრიზები:
- I ადგილზე გასულ გუნდს “კიბერუსაფრთხოების ჯგუფი/Cyber Security Group” გადასცემს 500 ლარიან ფულად პრიზს. ასევე, გუნდის ყველა წევრს გადაეცემა IT Step Academy-ის 200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, Cyber Arena-ს 200 ლარიანი ვაუჩერი, Cyber House-ის სასწავლო წიგნები;
- II ადგილზე გასულ გუნდს “კიბერუსაფრთხოების ჯგუფი/Cyber Security Group” გადასცემს 300 ლარიან ფულად პრიზს. ასევე, გუნდის ყველა წევრს გადაეცემა – IT Step Academy-ის 200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, Cyber Arena-ს 100 ლარიანი ვაუჩერი, Cyber House-ის სასწავლო წიგნები;
- III ადგილზე გასულ გუნდს “კიბერუსაფრთხოების ჯგუფი/Cyber Security Group” გადასცემს 200 ლარიან ფულად პრიზს. ასევე, გუნდის ყველა წევრს გადაეცემა – IT Step Academy-ის 200 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, Cyber Arena-ს 50 ლარიანი ვაუჩერი.
დამატებითი სპიზები:
- Edison ორ რჩეულ გუნდს გადასცემს ელექტრონული კომპონენტების ნაკრებს;
- CNICK რჩეულ მონაწილეს გადასცემს ჭკვიან ბეჭედს სასურველი დიზაინით;
- Cyber House ორ რჩეულ მონაწილეს შესთავაზებს სტაჟირებას კომპანიაში;
რეგისტრაციის ბოლო ვადაა – 11 დეკემბერი, 00:00 საათი.