გიორგი კეპულაძე
გიორგი კეპულაძე არის ეკონომიკის დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
მას აქვს აკადემიურ სფეროში საქმიანობის ათწლიანი გამოცდილება. არის ოცდაათამდე ტრენინგპროგრამის მონაწილე, საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო ფორუმის ორგანიზატორი და მონაწილე. მას, როგორც მომხსენებელს, მონაწილეობა აქვს მიღებული ოცდაათამდე სამეცნიერო კონფერენციაში, არის უცხოეთსა და საქართველოში დაბეჭდილი ორმოცდაშვიდი სამეცნიერო ნაშრომის (მათ შორის მაღალინდექსირებად ჟურნალებში) ავტორი. გიორგი კეპულაძე არის ერთი სახელმძღვანელოს და ერთი მონოგრაფიის ავტორი, აგრეთვე სამი აკადემიური/სამეცნიერო საბჭოს წევრი.
გიორგი კეპულაძე იყო საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტის ორგანიზატორი და კოორდინატორი, მათ შორის: Czech Republic Development Cooperation, Czech University of Life Sciences (Prague), ATSU მიერ დაფინანსებული ექვსი პროექტის კოორდინატორი და მონაწილე; National Scholarship Programme of the Slovak Republic and SAIA გამაჯვებული საკვლევი პროექტის ავტორი; ჩეხეთის განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებული გამარჯვებული საკვლვევი პროექტის ავტორი, Twinning Fiche პროექტის მონაწილე, COVID-19 და შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევები პროექტის კოორდინატორი და სხვ.
გიორგი კეპულაძე აქტიურად არის ჩართლი სხვადასხვა საჯარო ლექციების მომზადება/წაკითხვაში, არის სხვადასხვა ფორუმების მონაწილე, მიღებული აქვს ჯილდოები და აქვს ათზე მეტი ციტირება.