გიორგი გვაზავა
გიორგი გვაზავა არის საქართველოს ბანკის ციფრული ბანკინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ვირტუალური აქტივების მიმართულების ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა დელოიტი, გალტ & თაგარტი, კრიპტექს ჯგუფი და ა.შ. ის არის ასოცირებული პროფესორი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფინანსების მიმართულებით და კითხულობს ლექციებს გრენობლის ბიზნესის სკოლაში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში. გიორგი გვაზავა არის CFA-ის ჩარტერის მფლობელი და ACCA-ს სრული წევრი. მას მიღებული აქვს Forbes 30 under 30-ის ჯილდო ფინანსების კატეგორიაში, კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის საკითხებზე. გიორგი გვაზავა არის სპიკერი საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებზე.
გიორგი გვაზავას განხორციელებული აქვს მოკლევადიანი ვიზიტი ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტში (ბელგრადის უნივერსიტეტი, სერბეთი) ერთობლივი პროექტების, ინიციატივების, კვლევების ინიცირების მიზნით.