გიგა თვაური
გიგა თვაური არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი. 2023 წელს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის სადოქტორო გრანტი.
ამჟამად გიგა თვაური არის გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტარტაპ აქსელერაციის ცენტრის დირექტორი და ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასისტენტ-პროფესორი. მისი საკვლევი თემა მოიცავს მდგრად გავითარებასა და მდგრად ტექნოლოგიებს. მისი სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნებულია ევროპულ და ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალებში. გიგა თვაურს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და ვორკშოფში (ესპანეთი, ისლანდია, რუმინეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები).
გიგა თვაური კითხულობს სალექციო კურსებს შემდეგ უნივერსიტეტებში: გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი – მდგრადი განვითარება და ცირკულარული ეკონომიკა; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი – მეწარმეობა (ქართულ და ინგლისურ ენებზე), მენეჯმენტის საფუძვლები და ტურიზმის ეკონომიკა; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი – მდგრადი ტექნოლოგიების ინტეგრაცია ბიზნესში.
გიგა თვაურს აქვს ტელეწამყვანობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი საავტორო გადაცემები მოიცავს ბიზნესისა და ეკონომიკის ანალიზსა და მიმოხილვას.
გიგა თვაური არის მეცნიერთა და ტექნოლოგთა ევროპული ასოციაციის (COST) ექსპერტი და ამავე ორგანიზაციის მდგრადი ჰიდროენერგეტიკის პროგრამის მმართველი კომიტეტის წევრი (COST Action), ასევე – COST-ის „მდგრადი ჰიდროენერგიების შესახებ” ტრენინგ სკოლის მონაწილე.