ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
საკონკურსო ვაკანსიები:
- ეკონომიკა (გამოყენებითი ეკონომიკა): პროფესორი – 01 ვაკანსია;
- მენეჯმენტი: ასისტენტ-პროფესორი – 03 ვაკანსია;
- ფინანსები: ასისტენტ-პროფესორი – 04 ვაკანსია;
- ადამიანუნური რესურსების მართვა: ასისტენტ-პროფესორი – 03 ვაკანსია;
- მარკეტინგი: ასისტენტ-პროფესორი – 03 ვაკანსია;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები (კიბერუსაფრთხოება, პროგრამირება (Python), ოპერაციული სისტემა Linux): ასისტენტ-პროფესორი – 04 ვაკანსია.
საკონკურსო მოთხოვნები:
· პროფესორი – დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 06 წლის გამოცდილება, ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საერთაშორისო პუბლიკაციები/ნაშრომები, ბოლო 10 წლის განმავლობაში საერთაშორისო საქმიანობის გამოცდილება (საერთაშორისო პრაქტიკულ/სამეცნიერო/გამოყენებით/კვლევით/სხვ. პროექტებში/პროგრამებში/სხვ. მონაწილეობა ან სხვა). კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი;
· ასისტენტ-პროფესორი – არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ვაკანსიის შესაბამის დარგში არანაკლებ 03 წლის პროფესიული (პრაქტიკული) გამოცდილება, ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი.
კონკურსზე წარსადგენი საბუთები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- შევსებული „კონკურსანტის ანკეტა“ (ბტუ-ში დადგენილი ფორმის მიხედვით);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/ID ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (პროფესორის ვაკანსიის შემთხვევაში – დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის დადამადასტურებელი დოკუმენტი; ასისტენტ-პროფესორის ვაკანსიის შემთხვევაში – არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი), კონკურსანტის CV, შესაბამისობის დამადასტურებელი/ამსახველი ინფორმაცია. უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში – ასევე, წარსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- ვაკანსიის შესაბამის დარგში ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი.
- კონკურსის ვადები:
- საკონკურსიო საბუთების მიღება: 18.06. – 22.06.2018;
- კონკურსის I ეტაპი (საკონკურსო საბუთების შესწავლა): 25.06. – 29.06.2018;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გამოცხადება: 02.07.2018;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 03.07.-04.07.2018;
- კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა: 05.06 – 07.06.2018
- კონკურსის II ეტაპი (საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება): 09.07 – 13.07.2018;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 16.07.2018;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება: 17.07. – 18.07.2018;
- საპრეტენზიო განცხადებების განხილვა: 19.07. – 21.07.2018;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 23.07.2018 (კონკურსის წინასწარი შედეგები მიჩნეულ იქნეს კონკურსის საბოლოო შედეგად, თუ არ მოხდება მათი გასაჩივრება);
- კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 27.07.2018.
საკონკურსო საბუთების და საპრეტენზიო განაცხადების მიიღება იწარმოებს ზემოთ მითითებულ ვადებში ელ.ფოსტის მეშვეობით (ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ელ.ფოსტა: [email protected]).
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.btu.edu.ge
კონკურსანტთა ინფორმირება გასაუბრების განრიგისა და კონკურსის შედეგების შესახებ მოხდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.btu.edu.ge) ინფორმაციის განთასებით.
კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე (შაბათ-კვირის გარდა). საკონტაქტო ტელეფონი +995 322308055, ელ.ფოსტა [email protected].