
გერმანიაში გრძელვადიანი სწავლით ან/და ენის კურსებით დაინტერესებული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის
საინფორმაციო ვებინარი გერმანიაში გრძელვადიანი სწავლით ან/და ენის კურსებით დაინტერესებული სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის!
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) ორგანიზებით ა/წ 13 და 14 მაისს გაიმართება ფართომასშტაბიანი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები გერმანიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაწილეობით გერმანიაში სწავლის მიღების შესაძლებობებთან დაკავშირებით.
დეტალური ინფორმაციის მოძიება და შეხვედრებზე დარეგისტრირება შემდეგი ბმულის მეშვეობით შეგიძლიათ.
DAAD – გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური უკვე 30 წელია ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე არსებობს და ყოველწლიურად 100-ზე მეტ ინდივიდუალურ სტიპენდიას გასცემს სტუდენტების, დოქტორანტებისა და მეცნიერებისთვის, რომელთაც ამ სახით გერმანიაში სწავლისა და კვლევის შესაძლებლობა ეძლევათ.