გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები:
ვილნიუსის უნივერსიტეტი,ლიეტუვა
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი,ლიეტუვა
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
კიოლნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გერმანია
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემების მართვა-DevOps
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. გერმანულენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე
ვიურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემების მართვა-DevOps
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. გერმანულენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემების მართვა- DevOps
სავალდებულო წინაპირობა: გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული გერმანულენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი, გერმანია
სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან/და გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე. გერმანულენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემების მართვა- DevOps
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ან გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ტიროლის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემების მართვა- DevOps
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
პოზნანის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სოფიას უნივერსიტეტი, ბულგარეთი
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 29 მარტის 12:00 საათისა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (მაგისტრატურა);
- მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Master), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ), სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი, უცხოური ენა (ინგლისური ან გერმანული);
- მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი (ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის საკმარისია უნივერსიტეტში ჩაბარებული ენის კომპეტენციის დასადგენი ტესტირების ცნობა – მინიმუმ B2 დონე – გაცემული სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ) *
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1, დამოწმებული მხოლოდ სტუდენტის ხელმოწერით)
- ბაკალავრის დიპლომი და დიპლომის დანართი
- სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შეგროვება, online სარეგისტრაციო ფორმის შევსება და სააპლიკაციო დოკუმენტების [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
- დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
- გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
- კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
მნიშვნელოვანი დეტალები:
- COVID-19 პანდემიის პირობებში, შესაძლოა, შეიცვალოს სტუდენტის გამგზავრების პერიოდი და განისაზღვროს შემდეგი სახით: ნაცვლად 2022/2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისა, 2022/2023 წლის გაზაფხულის სემესტრი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ერაზმუს+ სრულად დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებზე განაცხადების მიღება ამ ეტაპზე არ გამოცხადდება, გამომდინარე იქიდან, რომ სრულდება მიმდინარე ჩარჩო პროგრამა 2022 წლის ივლისში. 2022 წლის თებერვალში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა 47 ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად მოამზადა ახალი საპროექტო განაცხადები ერაზმუსის ახალ 2021-2027 წლიან პროგრამაზე, რომელთა შედეგებიც 2022 წლის ზაფხულში გახდება ცნობილი. თუ შედეგები ივნისში მივიღეთ, შევძლებთ ზაფხულშივე გამოვაცხადოთ განაცხადების მიღება სრულად დაფინანსებულ პროგრამებზე 2022/2023 სასწავლო წლისთვის;
- გაეცანით გზამკვლევს, რომელიც დეტალურად აღწერს მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის პროცესს;
- სტიპენდიებისა და სააპლიკაციო პროცედურების შესახებ დისტანციური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ა/წ 15 მარტს 11:00 საათზე პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით. შეხვედრაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს შემდეგი ბმულის მეშვეობით;
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.
* მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, რომლებსაც არ აქვთ ინგლისური ან/და გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (და არც BTU-ში აქვთ ჩაბარებული ინგლისური/გერმანული ენის გამოცდა), შესაძლებლობა აქვთ ა/წ 15 მარტს დაწერონ ტესტი. რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ მეილზე: [email protected]ზე არაუგვიანეს ა/წ 9 მარტისა.