გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებისთვის!
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ–მობილობის პროგრამა:
კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
სასწავლო მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი.
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამა:
ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია
სასწავლო მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური ტარიფით (მობილობასთან დაკავშირებული ხარჯების აღწერა იხილეთ დანართი 1-ში).
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი.
სააპლიკაციო პროცესი :
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 4 ოქტომბრის 14 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]
– მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (მაგისტრატურა);
– მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Master), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ), სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი;
– მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV-ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი
- პასპორტის ასლი
- სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 2)
- სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
- ბაკალავრის დიპლომი
- ბაკალავრის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე; შეფასების საშუალო ქულის მითითებით)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
– დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
– დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
– გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
– კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
მნიშვნელოვანი დეტალები:
– სტიპენდიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ა/წ 26 სექტემბერს 18:30 საათზე ბტუ-ს სივრცეში;
– შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების/მიმართულებების ჩამონათვალი, ადევნეთ პერიოდულად თვალყური განცხადებას.
დამატებითი ინფორმაცია:
– საინფორმაციო ბროშურა (დეტალურად აღწერს კონკურსებში მონაწილეობის პროცესს);
– კალენდარი (მოიცავს ინფოს საინფორმაციო შეხვედრის, გასაუბრების, საბოლოო პასუხების მიღებისა და სხვა მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ);
– ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთების მსურველ სტუდენტებს სავალდებულოა ჰქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.