გაცვლითი პროგრამები ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის II და III კურსის სტუდენტებისთვის!
ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედი გაცვლითი პროგრამები:
ნიუ იორკის უნივერსიტეტი პრაღაში, ჩეხეთი
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლას
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
კიოლნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია
სასწავლო მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი, ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები
სავალდებულო წინაპირობა: ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა
მობილობის პერიოდი: 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, დაბინავება უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში სპეციალური სტუდენტური ტარიფით
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ ბმულზე.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 9 ოქტომბრის 16:00 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ–ფოსტის მისამართზე: [email protected]
– მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი);
– მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ), სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი, უცხოური ენა (ინგლისური);
– მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV–ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე; ნიუ იორკის უნივერსიტეტზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, სავალდებულო GPA-ია: 3.0)
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერტიფიკატი (კიოლნის უნივერსიტეტზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, საკმარისია, უნივერსიტეტში ჩაბარებული ენის კომპეტენციის დასადგენი ტესტირების ცნობა – მინიმუმ B2 დონე – გაცემული სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ; ნიუ იორკის უნივერსიტეტზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, სავალდებულოა, ენის საერთაშორისო სერტიფიკატი: TOEFL 72 IBT ან/და IELTS 6.0)
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1)
- სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
– დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
– დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
– გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
– კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
მნიშვნელოვანი დეტალები:
- შესაძლოა, შეიცვალოს მასპინძელი უნივერსიტეტების/მიმართულებების ჩამონათვალი, ადევნეთ პერიოდულად თვალყური განცხადებას;
- COVID-19 პანდემიის პირობებში, შესაძლოა, შეიცვალოს სტუდენტის გამგზავრების პერიოდი და განისაზღვროს შემდეგი სახით: ნაცვლად 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისა, 2021/2022 წლის შემოდგომის სემესტრი.
დამატებითი ინფორმაცია:
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]–ზე.