გაცვლითი პროგრამა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის
გრძელდება განაცხადების მიღება ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ–მობილობის პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებული სტიპენდიების მოსაპოვებლად კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, გერმანია.
სასწავლო მიმართულებები: საინფორმაციო ტექნოლოგიები
სავალდებულო წინაპირობა: გერმანული ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა (სერთიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ [email protected]ზე შიდა საუნივერსიტეტო ტესტირების ჩასანიშნად)
მობილობის პერიოდი: 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
სტიპენდია მოიცავს: უფასო სწავლა, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევროს ოდენობით (კვებისა და დაბინავების ხარჯების დასაფარად)
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული გერმანულენოვანი საგნების ჩამონათვალი.
სააპლიკაციო პროცესი:
დაინტერესებულმა სტუდენტებმა არაუგვიანეს ა/წ 31 ოქტომბრის 14 საათისა უნდა გადმოგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ–ფოსტის მისამართზე: [email protected]
- მეილის სათაურში ქართულ ენაზე მიუთითეთ: სახელი და გვარი, სწავლის საფეხური (ბაკალავრიატი);
- მეილის ტექსტში მიუთითეთ: სახელი და გვარი (ლათინურად, როგორც პასპორტში გაქვთ), სწავლის საფეხური (Bachelor), აკადემიური მოსწრების საშუალო ქულა (როგორც ნიშნების ფურცელში გაქვთ)
- მეილზე დანართის სახით გადმოაგზავნეთ ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო დოკუმენტაცია PDF ფორმატში; თითოეულ მათგანს დაარქვით შესაბამისი სახელი ინგლისურად (მაგ.: Name & Surname_Motivation)
სააპლიკაციო დოკუმენტაცია:
- CV–ის ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე)
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- მოტივაციის წერილი (გერმანულ ენაზე)
- სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი/სერთიფიკატი
- პასპორტის ასლი
- შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (დანართი 1)
კანდიდატთა შესარჩევი პროცესი:
– დოკუმენტაციის შეგროვება და [email protected]ზე გადმოგზავნა სტუდენტის მიერ;
– დოკუმენტაციის შემოწმება/eligibility check საგარეო ურთიერთობების სამსახურის მიერ;
– გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან;
– კანდიდატებიდან სტიპენდიატების საბოლოო შერჩევა და შესაბამისი სტიპენდიის მინიჭება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ.
დამატებითი ინფორმაცია:
- საინფორმაციო ბროშურა (დეტალურად აღწერს კონკურსში მონაწილეობის პროცესს);
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ [email protected]ზე.