გარე მობილობის ეტაპები და ვადები
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გარე მობილობის წესით მობილობით სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ:
ეტაპი |
ვადა/თარიღი |
განმარტება |
|
I |
28.01.21 – 08.02.21-ის ჩათვლით | მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა https://students.emis.ge | |
II |
11.02.21 – 15.02.21-ის ჩათვლით
|
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (შემდგომში – ბტუ) საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტი, რომელმაც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე მოიპოვა 2020-2021 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისათვის ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების უფლება, რეგისტრაციის მიზნით უნდა გამოცხადდეს ბტუ-ში, განცხადებით (ივსება ბტუ-ში) მიმართონ ბტუ-ს რექტორს
(მისამართი: თბილისი 1062, ი. ჭავჭავაძის გამზირი №82;ვებგვერდი: www.btu.edu.ge; ელ. ფოსტა: [email protected], საკონტ. ტელ.: (+99532) 2195015; სამუშაო დღეები: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა; სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ; პასუხისმგებელი პირი: ნათია მიქანაძე |
|
III |
ბტუ-ში წარსადგენია (სამუშაო საათები: 1000 სთ-დან 1800 სთ-მდე) შემდეგი დოკუმენტები:
|
||
IV |
არაუგვიანეს 18.02.21 |
|
|
V |
არაუგვიანეს 26.02.21 | ბტუ-ს მიერ სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის თაობაზე ერთიანი აქტის (ბრძანების) გამოცემა. | |
VI |
დამატებითი ინფორმაცია | ბტუ-ს საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ იმ პირებს, რომლებსაც ბტუ-ს პროგრამის მიზნებისათვის შესაძლებელია უღიარდეს არაუმეტეს 198 კრედიტისა. | |
VII |
ვაკანტური ადგილები საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით | საინფორმაციო ტექნოლოგიები | 15 |
ბიზნესის ადმინისტრირება – ფინანსები | 10 | ||
ბიზნესის ადმინისტრირება – მენეჯმენტი | 15 |
შენიშვნა: ბტუ უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობის დადგენის მიზნით მოითხოვოს სტუდენტის მიერ შესწავლილი სასწავლო კურსების სილაბუსების წარდგენა; ბტუ-ში მობილობით სწავლის გაგრძელების სურვილის მქონე სტუდენტის მიერ გასათვალისწინებელია, რომ: ბტუ-ში მობილობით ვერ ჩაირიცხება სტუდენტი, რომლის მიმართ უსდ-ში გამოცემულია ბრძანება სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების ჩადენის გამო სტატუსის შეწყვეტის შესახებ თუ სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია ბტუ-ს შინაგანაწესთან და მიიჩნევა ქცევის წესების უხეშ დარღვევად; ბტუ-ში ჩარიცხული სტუდენტი ვალდებულია ბტუ-ში წარადგინოს უსდ-ს მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) სტუდენტის პირადი საქმე, პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია, იმ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი/დედანი, რომელიც ჩარიცხვამდე იყო წარმოდგენილი ასლის სახით.