![განათლებისა და ტექნოლოგიების გამოფენა 1 0516e4be31670e91f5850328f9332ad7](https://btu.edu.ge/wp-content/uploads/2021/07/0516e4be31670e91f5850328f9332ad7.jpg)
განათლებისა და ტექნოლოგიების გამოფენა
24 იანვარს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს – ლონდონის განათლების და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენელმა და პროექტის ხელმძღვანელმა მანანა უგულავამ გამოფენაზე წარადგინა მომავლის განათლების კონცეფცია, რომელიც NASA-სა და HP-ის კოსმოსის ათვისების გლობალური პროექტის ფარგლებშია შემუშავებული.
ხელოვნური ინტელექტისა და ვირტუალური რეალობის ინტეგრირება განათლების პროცესში, კადრების გადამზადება – სრულიად განსხვავებულმა კონცეფციამ რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენელმა წარადგინა, ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.