feedc აპლიკაციის პრეზენტაცია
20 წლის ქართველი სტუდენტის, ნიკოლოზ კვარაცხელიას მიერ შექმნილი აპლიკაციის, feedc-ს პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა.
Feedc არის პლატფორმა, რომელიც მთლიანად დაფუძნებულია ლოკაციაზე, იძლევა საშუალებას ერთდრიულად აღმოჩნდეთ მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის, სოფლის, ან თუნდაც უბრალოდ ნებისმიერი თავშეყრის ადგილის ფიდზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ინფორმაციის ოპერატიულად გადამოწმების და ადრესატამდე დროულად მიტანის საშუალებას.
Feedc თანამშრომლობს გუგლთან და ამაზონთან.
Feedc-მა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს გახდნენ Feedc–ის გუნდის წევრები.