
ევროპის დღე 2025
9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ექსპო ჯორჯიაში ევროკავშირისა და საქართველოს მრავალწლიანი პარტნიორობის შესახებ ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნება 12:00 საათზე, მე-11 პავილიონში.
ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობა უკვე 30 წელს ითვლის. ამ პერიოდის განმავლობაში თანამშრომლობა მიზნად ისახავდა უფრო წარმატებული, ინკლუზიური და მდგრადი მომავლის შექმნას. ევროკავშირი დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს – ის ხელს უწყობს რეგიონულ განვითარებას, აძლიერებს ახალგაზრდებს, მხარს უჭერს ინოვაციებს და დემოკრატიულ ღირებულებებს.
ღონისძიება შესაძლებლობას მისცემს ვიზიტორებს უკეთ გაეცნონ ევროკავშირის საქმიანობას საქართველოში, მის გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე და იმ პროგრესს, რომელიც თითოეულ რეგიონსა და თემში იგრძნობა.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება:
-
ევროპის გუნდის სივრცე (პავილიონი 6) – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კულტურისა და ინიციატივების გაცნობა.
-
EU პროექტების სივრცე (პავილიონი 11) – ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგების წარდგენა.
-
EU საუბრები #ertad (პავილიონი 6) – დისკუსიები ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს მომავლის შესახებ.
-
ფოტო გამოფენა „10 წელი ფოკუსში“ (პავილიონი 3) – ფოტომასალა EU ჟურნალისტიკის პრიზის გამარჯვებულებისგან.
-
საგანმანათლებლო თამაში – „წიგნების თარო“ (პავილიონი 3) – ინტერაქტიული საგანმანათლებლო აქტივობა ახალგაზრდებისთვის.
-
Europe à la Carte (პავილიონი 3 და მიმდებარე ეზო) – კულინარიული სესია ევროპული სამზარეულოს წარმომადგენლობით.
-
აუდიო-ვიზუალური გამოფენა – „ეს ქვეყანა შენია“ (პავილიონი 3) – ქართული ტრადიციებისა და ევროპული ღირებულებების შერწყმის შესახებ.
-
ქართული გემო (პავილიონი 11 და მიმდებარე ეზო) – ადგილობრივი ფერმერული პროდუქციის დაგემოვნება.
-
ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა (პავილიონი 11 და მიმდებარე ეზო) – ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრების წარდგენა.
-
ინტერაქციული აქტივობები – გასართობი სივრცე ყველა ასაკისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდს და სოციალურ მედია არხებს.